ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13-19 სექტემბერი

13-იდან 19 სექტემბრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ის, რისი გაკეთებაც დიდი ხნის განმავლობაში არ შეგეძლოთ, ამ კვირის პირველივე დღიდან თავს შეგახსენებთ და მოქმედებას დაიწყებს. გამოიყენეთ ეს დრო ძველი დავალებების დასასრულებლად და მალე ახალი პროექტებიც დაიწყება

 

ვერძი

ზოგიერთ გარემოებას თქვენ ვერ შეცვლით, ამიტომ ტყუილად ნერვიულობას ჯობია ამ ყველაფრის მიმართ ფილოსოფიური დამოკიდებულება გქონდეთ. გაატარეთ ეს პერიოდი აქტიურად. განსაკუთრებით ხელსაყრელია ის რომანტიკული პაემნებისა და სიყვარულის ახსნისთვის. შეეცადეთ ამ კვირაში თავიდან აიცილოთ ჩხუბი ოჯახში, რადგან მომავალში შერიგება რთული და ხანგრძლივი იქნება.

სასიკეთო დღეები: 18, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

კურო

კუროსათვის პრიორიტეტული სფეროებია ოჯახი და ფული. ეს პერიოდი იდეალურია სამსახურის შესაცვლელად, თუ ამჟამინდელი სამუშაო არ გაკმაყოფილებთ. შეეცადეთ მოძებნოთ ახალი სამსახური 13-იდან 17 სექტემბრამდე. იყავით პროაქტიური ყველა იმ საკითხში, რომლის წინაშეც დგახართ, მაგრამ პირად ცხოვრებაში მოვლენებს ნუ დააჩქარებთ: დაე, ჯერჯერობით ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდეს.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 14.

ტყუპი

რთული პერიოდია, შესაძლოა სერიოზული კონფლიქტი მოგივიდეთ ხელმძღვანელობასთან. დაიცავით თქვენი უფლებები, მაგრამ გააკეთეთ ეს ზომიერების ფარგლებში და თავაზიანად. უკეთესი პერიოდი 17 სექტემბრიდან დაიწყება. გამოჩნდება ახალი პროექტები, რაც წარმატებამდე მიგიყვანთ.  შაბათ-კვირას წადით ქალაქგარეთ, სასურველია თქვენს ოჯახთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად – ეს აუცილებლად გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 13.

კირჩხიბი

თუ ამჟამად ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ამის გამოსწორების შანსი გექნებათ. ხელიდან არ გაუშვათ ეს მომენტი! ზოგადად, ეს პერიოდი ხელსაყრელია სოციალური კონტაქტების დასამყარებლად, ძველ მეგობრებთან შეხვედრა თქვენს მომავალზე დადებითად აისახება. გარდა ამისა, ახლა შეგიძლიათ რემონტი დაიწყოთ და სახლის კეთილმოწყობით დაკავდეთ. ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგად გამოიყურებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპირისპირო სქესის ყურადღება თქვენკენაა მომართული.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

ლომი

უმჯობესია ახლა მნიშვნელოვანი საქმეები არ დაიწყოთ, აი, რუტინულ საქმეებს კი მშვენივრად გაუმკლავდებით. ნუ იფიქრებთ იმ საკითხებზე, რომლებიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევენ. ახლა განსაკუთრებით აქტუალური ოჯახური დასვენებაა. თუ დასვენებას ოჯახთან ერთად დაგეგმავთ, ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. შაბათ-კვირას ძველ მეგობრებთან შეხვედრას ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 18.

ქალწული

ზოგიერთი ქალწულისთვის ეს დრო იქნება რაღაც ახლის დასაწყისი ცხოვრებაში. თუ ახლა საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, დაუფიქრებლად დათანხმდით! ოჯახის წევრებთან კამათის თავიდან აცილება შეუძლებელია, მთავარია კონფლიქტი არ გამწვავდეს. ყველაფრის გადალახვას შეძლებთ თქვენი შეუპოვრობისა და სამართლიანი გადაწყვეტილების წყალობით.

სასიკეთო დღეები: 18, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

სასწორი

თუ დროდადრო  წარმატებას ვერ მიაღწევთ, ეს რაღაც ნიშანი იქნება! დაფიქრდით, რას აკეთებთ არასწორად. თქვენს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს, მაგრამ თავს მარტოც კარგად იგრძნობთ. რეკომენდებული არ არის, განახორციელოთ გარიგებები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით  – შეძენა, დროებით გადადეთ ამ საკითხის მოგვარება.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 17.

მორიელი

ნებისმიერი შემოქმედებითი ძიება, საინტერესო ამოცანები ახლა წარმატებული იქნება. იმ საქმეებშიც კი, სადაც თავს არაპროფესიონალად თვლიდით, ყველაფერი უმაღლეს დონეზე მოგვარდება. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანებისა და კოლეგების მოსაზრებების მოსმენა. ამ კვირაში მარტოხელა მორიელები შესაძლოა ცხოვრების მეგობარს შეხვდნენ. უფრო ხშირად გაიღიმეთ, რომ თქვენი შანსი გაიზარდოს!

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

მშვილდოსანი

თუ სამომავლო გეგმების შედგენა გიყვართ, ეს ახლავე გააკეთეთ. და უმჯობესია ისინი ქაღალდზე ჩამოწეროთ. ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი კონტაქტი, ხალხთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. თავს შეგახსენებენ ადამიანები წარსულიდან, მაგრამ ნუ  იქნებით მათზე ორიენტირებული: წინ უნდა წახვიდეთ. ეს პერიოდი იდეალურია თვითგანათლებისა და სრულყოფისთვის. შაბათ-კვირა მშვიდად, მყუდრო გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

თხის რქა

ამ პერიოდში თქვენი პირადი თვისებები და შინაგანი ხიბლი გაძლიერებულია და ბევრი მოვლენა, რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში მოხდება, მეტად მნიშვნელოვანი იქნება,  მაგრამ ამას მაშინვე ვერ გაიგებთ. უცნობ ადამიანებს ახლა თქვენთან ახლოს ნუ მოუშვებთ, სამაგიეროდ უფრო ხშირად შეხვდით ძველ მეგობრებს – საუბარში მათ შეუძლიათ კარგი იდეები მოგაწოდონ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას – შესაძლებელია ძველი დაავადებების გამწვავება.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 17.

მერწყული

თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები შეიძლება ახლა აგრესიულები იყვნენ, მაგრამ ეს  არ გაინტერესებთ და  არც გაღელვებთ. უკვე დიდი ხანია ისე მშვიდად არ გიგრძვნიათ თავი, როგორც მომავალ კვირაში იგრძნობთ. მგზავრობას, განსაკუთრებით საქალაქთაშორისოს, ვარსკვლავები არ გირჩევენ. უმჯობესია ეს დრო სახლს და ახლობლებს დაუთმოთ – მათ თქვენ სჭირდებით. იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის მიმართ: გაუკეთეთ მას საჩუქარი!

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე:13. 

თევზები

სასიამოვნო იქნებოდა შაბათ-კვირას აგარაკზე წასვლა. აი, სამუშაო დღეებში კი საქმით მაქსიმალურად დაკავდით, რადგან ხელმძღვანელობამ შეიძლება იფიქროს, რომ ბოლო პერიოდში  გაზარმაცდით. თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაცია უმჯობესია თავიდან აიცილოთ, მაგრამ  ნუ დაივიწყებთ თქვენს ახლობლებს, გაუკეთეთ მათ მცირე სიურპრიზები და სანაცვლოდ არანაკლებ სითბოს და სიყვარულს მიიღებთ.

სასიკეთო დღეები: 18, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close