საზოგადოება

რატომ იღებენ სელფის ვაქცინაციის დროს?

გაინტერესებთ, ხომ? ჰოდა, სწორედ ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამო პროფესიით ფსიქოლოგმა, იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა თეონა ბოტკოველმა სოციალურ ქსელში ჩაატარა ასეთი გამოკითხვა: რატომ იღებენ ადამიანები სელფის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  დროს?

„სულ გამოვკითხე 150 რესპოდენტი, ძალიან გულწრფელი რესპონდენტები მყავდნენ, ძირითადად, ჩემი ემიგრანტი მეგობრები. პროცენტებში, ცხადია, ცდომილება იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, უმნიშვნელო“, – გვითხრა ქალბატონმა თეონამ, რომელსაც სამეცნიერო კვლევის პრეტენზია ნამდვილად არ აქვს, ცნობისმოყვარეობის შედეგი კი საკმაოდ საინტერესოა:

„ადამიანების მცირე, დაახლოებით 2%-ის თქმით, სელფი გადაიღო, რათა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ არ ეშინია ვაქცინის;

დაახლოებით 5%-ის თქმით, იმის საჩვენებლად, რომ მოიხადა ვალი ქვეყნის წინაშე და თავისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას გაუფრთხილდა;

დაახლოებით 10% მხოლოდ იმიტომ იღებდა სელფის, რომ თავისი სამეგობრო-სანათესაოსთვის მოტივაცია შეექმნა, რომ აცრა არ კლავს;

18% გამიზნულად იღებდა სელფის, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრების არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი კადრს მიღმა არ უნდა დარჩეს;

25% გამოკითხული რესპონდენტებისა ფიქრობს, რომ ისტორიული სელფის ავტორები არიან, რადგან ისინი მსოფლიო პანდემიის ეპოქაში აღმოჩნდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის;

ხოლო 40%, ჩემდა გასაოცრად, აცხადებს, რომ დარწმუნებულები იყვნენ, სიცოცხლის ბოლო სელფის იღებდნენ“.

აბა, რამდენმა ამოიცანით თქვენი თავი? [wp-svg-icons icon=”happy” wrap=”i”]

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close