პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობამ 12 წელს მიღწეული მოზარდების აცრას „მწვანე შუქი აუნთო“

სასწავლო წლის დაწყებისა და სკოლების გახსნის წინ, სპეციალისტთა რეკომენდაციის საფუძველზე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა 12-17 წლის მოზარდების აცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

მიღებულია ვაქცინაციის პროცესში კერძო პედიატრების ჩართვის გადაწყვეტილება. დამტკიცებამდე საკითხზე მსჯელობა გაიმართა შეხვედრაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და პედიატრები მონაწილეობდნენ. საბერძნეთის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ბევრი მშობელი საკუთარ შვილს ჯერ კიდევ სკოლაში მეცადინეობების დაწყებამდე აცრის.

ინფექციონისტი ათანასიოს სკუტელისი, ინფექციური დაავადებების მე-2 პათოლოგოანატომიური კლინიკის დირექტორი, აცხადებს, რომ 12-17 წლის ასაკის ყველს ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა აიცრას.

Maximos Palace-ში გამართულ შეხვედრაში ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, პროფესორი სოტირის ციოდრასიც მონაწილეობდა. მან ხაზი გაუსვა 12-17 წლის მოზარდების აცრის მნიშვნელობას სკოლებში დელტა შტამის გავრცელების შესაჩერებლად, რომელიც უკვე თითქმის 100%-ით ცირკულირებს.

დღეს, ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა იანის იკონომუმ, SKAI-ს ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში პედიატრები ჩაერთვებიან. მისი თქმით, მთავრობა აპირებს, ვაქცინაციის ცენტრები ბავშვებისთვის სკოლებთან რაც შეიძლება ახლოს მოაწყოს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close