მსოფლიოპოლიტიკა

თალიბანის სპიკერი: ავღანეთში მუსიკა აიკრძალება

თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის თქმით, ავღანეთში მუსიკა აიკრძალება. 

მსგავსი აკრძალვა ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 1996-2001 წლებშიც მოქმედებდა, მაშინაც საჯარო სივრცეში მუსიკის მოსმენა ან შესრულება აკრძალული იყო. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით განადგურდა კასეტები და აუდიოჩანაწერები.

„ისლამი მუსიკას კრძალავს. ჩვენ ვიმედოვნებთ, მოვახერხებთ ხალხის დარწმუნებას და არ მოგვიწევს მათი იძულება, რომ მუსიკის მოსმენა შეწყვიტონ“, – თქვა მუჯაჰიდმა.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავღანურმა რადიოსადგურებმა და სატელევიზიო არხებმა მუსიკის გაშვება შეწყვიტეს. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება მათ თალიბანის ბრძანების გარეშე, თავადვე მიიღეს.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close