კრიმინალი

საფრანგეთში ქალი კუბოდან გარდაცვლილის სამკაულების მოპარვის გამო დააკავეს

საფრანგეთში ქალი კუბოდან მიცვალებულის ძვირფასეულობის მოპარვისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი ერთ-ერთ დაკრძალვაზე მივიდა და თავი გარდაცვლილის ნაცნობად გაასაღა. ოჯახის წევრებმა იგი თავღია სასახლესთან დატოვეს და „ნაცნობთან“ დამშვიდობების უფლება მისცეს. ქალის წასვლის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ გარდაცვლილს აღარ ეკეთა ყელსაბამი, ბეჭედი და საყურეები. ნათესავებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მალევე მიაგნეს – ის ადგილობრივ სარიტუალო სახლთან მცხოვრები ქალბატონი აღმოჩნდა. მის სახლში მოპარული სამკაულები აღმოაჩინეს. ქალის სახლში ასევე აღმოჩნდა იმავე სარიტუალო სახლში დასვენებული კიდევ ერთი გარდაცვლილის კუბოდან მოპარული საფულე.

ქალი სასამართლოს წინაშე 2022 წელს წარდგება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close