ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 აგვისტო – 5 სექტემბერი

30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ოცნებების რეალურად ახდენა, ისევე როგორც გეგმების შედგენა, ამ პერიოდის განმავლობაში არასასურველია, მაგრამ შესაძლებელი და აუცილებელია შედეგების შეჯამება! ამის გაკეთება წერილობით უკეთესია. არ დაგავიწყდეთ ცოტათი მაინც გაანებივროთ საკუთარი თავი შრომისმოყვარეობისათვის!

 

ვერძი

ვერძის ნიშნის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში კარგად იმუშავეს და დროა დაისვენონ. გადით ბუნებაში, აგარაკზე – სადაც სუფთა ჰაერია. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვარსკვლავები პირად ფრონტზე წარმატებებს ჰპირდებიან. ისინი შეხვდებიან ადამიანს, რომელიც შესაძლოა მათი ცხოვრების თანამგზავრი გახდეს.  ვარსკვლავები მძღოლებს  ურჩევენ, ფრთხილად იყვნენ ამ დღეებში.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 30.

 

კურო

თქვენი შრომისთვის, ბოლოს და ბოლოს, ღირსეულ ჯილდოს მიიღებთ. შესაძლოა ეს იყოს შექება ხელმძღვანელობისგან, ან თუნდაც პრემია. შეგიძლიათ თამამად დახარჯოთ ის თქვენი ახლობლებისთვის. ზოგიერთ კუროს გაუჭირდება თავის მეორე ნახევართან ურთიერთობა. არ ინერვიულოთ, უბრალოდ, ორივე დაიღალეთ და ცოტა დასვენება არ გაწყენდათ.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ტყუპი

ამ პერიოდში ყველაფერი ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმეთ. პანიკის ნაცვლად, მიეცით საშუალება საქმე თვითდინებით წავიდეს. გჯეროდეთ, იღბალი არ მიგატოვებთ. იყავით უფრო რბილი და შემწყნარებელი თქვენი შვილების მიმართ. კიდევ ერთხელ დაინტერესდით და ჰკითხეთ, როგორ მიდის მათი საქმეები, რათა არაფერი გამოგრჩეთ მათ ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

კირჩხიბი

სამსახურში თქვენს უფროსებთან და კოლეგებთან შესანიშნავი ურთიერთობა გექნებათ, აი ოჯახის წევრებთან კი – არა. კომპრომისები არ დაგეხმარებათ, პირიქით, მტკიცედ დაიცავით თქვენი პოზიცია. კვირის ბოლოს დაძაბულობა შემცირდება. ამ კვირის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ მაცდური შემოთავაზებები. ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ მათზე, ისინი კარგს არაფერს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 31, 3.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ლომი

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ პერიოდში გექნებათ ისეთი დღეები, როდესაც ყველაფერი ხელიდან გისხლტებათ. ეს დღეები, უბრალოდ, უნდა გადაიტანოთ, დანარჩენ შემთხვევებში თქვენთვის ყველაფერი ბრწყინვალედ წავა. მოსალოდნელია მეგობრებთან შეხვედრა, პრობლემების წარმატებული გადაწყვეტა და არაჩვეულებრივი დასვენება, თუმცა მათი ორგანიზება თვითონ მოგიწევთ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ქალწული

შეიძლება მიიღოთ შემოთავაზება თქვენს ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით. დაქორწინება, სამსახურის შეცვლა – ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც გინდათ რომ შეცვალოთ. არ შეგეშინდეთ ცვლილებებისკენ წასვლა, ბედნიერების გზა იქნება. ისინი, ვინც ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობენ, უფრო რბილად უნდა მოექცნენ თანამშრომლებს.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 31.

 

სასწორი

დიდია ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში იმედგაცრუებული დარჩებით თქვენ ირგვლივ მყოფი რომელიმე ადამიანისგან. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ცუდ ამბებს მხიარული მოჰყვება. გელოდებათ სასიამოვნო ამბები, რისი იმედიც არ გქონდათ და არც ელოდით.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მორიელი

წინ, ემოციური თვალსაზრისით, რთული პერიოდი გაქვთ. შესაძლებელია საყვედურები სამსახურში ხელმძღვანელობის მხრიდან, პრობლემები ოჯახში, სულელური შეურაცხყოფა მეგობრების მხრიდან.  შესაძლოა თანხა გთხოვონ სესხად, მაგრამ უმჯობესია არ გასცეთ – შეიძლება უკან აღარ დაგიბრუნონ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 4.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ახლო ნათესავები  მოსვენებას არ მოგცემენ. ისინი ზრუნვას და ზედამხედველობას საჭიროებენ. აკონტროლეთ საკუთარი თავი და არავის არაფერში აჰყვეთ. სამსახურში ცოტა თავისუფალი დრო გექნებათ და გამოიყენეთ ქაღალდების და თქვენი სამუშაო მაგიდის დასალაგებლად. ყურადღებით დააკვირდით თქვენს დიეტას.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ პერიოდში შვებულებაში აღმოჩნდებიან, ამით წარმოუდგენლად ბედნიერები იქნებიან. შესანიშნავი დრო! კარგად დაისვენებთ და ძალას მოიკრებთ. მათ, ვინც სამსახურში რჩება, ვარსკვლავები ურჩევენ, მოთმინება გამოიჩინონ – ბევრი სამუშაო გექნებათ! დატვირთულ დღეებს კეთილგანწყობილ კოლეგებთან ურიერთობს გაგილამაზებთ.

სასიკეთო დღეები: 31, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მერწყული

შესაძლებლობა იქნება კიდევ ერთი საფეხურით აიწიოთ კარიერის კიბეზე, მაგრამ გახსოვდეთ: მეტი მოვალეობა და  პასუხისმგებლობა გექნებათ. მზად ხართ ამისთვის? შეეცადეთ ამ პერიოდში თავიდან აიცილოთ ჩხუბი და უთანხმოება. უფრო ხშირად გაიღიმეთ, კონფლიქტები „ჩააქრეთ“ – და გაიმარჯვებთ!

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 31.

 

თევზები

ვარსკვლავები ახლა ფულის გაფლანგვას არ გირჩევენ. პირიქით, თუ შესაძლებელია, დაიწყეთ ფინანსების დაზოგვა. რეკომენდებული არ არის შორს მიმავალ გეგმებზე იფიქროთ. უმჯობესია არსებული გეგმების განხორციელებით დაკავდეთ. კარგი პერიოდია ცუდი ჩვევების წინააღმდეგ საბრძოლველად.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close