კრიმინალი

ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩის მკვლელობისთვის მისი ცოლი გაასამართლეს

ბრაზილიელ ფრანსუაზ დე სოუზა ოლივეირას მისი ქმრის, საბერძნეთის ელჩის განზრახ მკვლელობისთვის 31 წელი მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 2016 წელს კირიაკოს ამირიდისის გვამი რიო დე ჟანეიროში, დამწვარი მანქანის სალონში იპოვეს. გარდაცვალებამდე ამირიდისი ბრაზილიის დედაქალაქიდან ნოვა იგუაკოში წავიდა, რომ შობა ცოლთან და მის მშობლებთან გაეტარებინა. ელჩის დაკარგვის შესახებ პოლიციას სწორედ მეუღლემ შეატყობინა. ოლივეირას თქმით, ამირიდისმა სახლი ყოველგვარი განმარტების გარეშე დატოვა.

დამწვარი მანქანა ელჩის გვამთან ერთად მეორე დღეს აღმოაჩინეს. გამომძიებლებმა წყვილის ბინაში სისხლის კვალი აღმოაჩინეს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი ჯერ მოკლეს, რის შემდეგაც გვამი მანქანაში გადაიტანეს და დაწვეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ცოლი დიპლომატს პოლიციის ოფიცერთან, სერხიო გომესთან ღალატობდა. გომესმა ელჩის მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, დანაშაული საყვარელი ქალის ბრძანებით ჩაიდინა. ოფიცერს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კიდევ ერთი კაცი, ედუარდო მორეირა ტედეში დი მელო დააკავეს. ის გომესის ნათესავი იყო და მკვლელობის დაფარვა ედება ბრალად. ედუარდო მორეირამ ციხეში 1 წელი გაატარა.

59 წლის ამირიდისი ბრაზილიაში საბერძნეთის კონსულად 2001-2004 წლებში მუშაობდა, 2016 წელს კი ქვეყანაში უკვე ელჩის თანამდებობაზე სამუშაოდ დაბრუნდა. ფრანსუაზაზე დიპლომატი 2004 წელს დაქორწინდა. წყვილს ქალიშვილის ჰყავს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close