fbpx
კრიმინალი

ვინ არის 80 წლის მოხუცი, რომელიც რუსთავში 24 წლის ქალმა, 2 შვილის დედამ მოკლა

25 აგვისტოს რუსთავში 24 წლის ქალმა 80 წლის კაცი ბლაგვი საგნით მოკლა.

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება რუსთავში 80 წლის კაცის მკვლელობის დეტალები. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 24 წლის მეზობელ ქალსა და მოხუცს მამაკაცს შორის კონფლიქტი თანხას უკავშირდება.

კერძოდ, მეზობელი ქალი მამაკაცთან ფულის სასესხებლად მივიდა, თუმცა კაცმა ის უარით გაისტუმრა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალმა ასაკოვან მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ასევე „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ქალი ფულის სასესხებლად სხვა მეზობელს ესტუმრა, თუმცა სასურველი თანხა ვერც მისგან მიიღო. ამის შემდეგ კი ის იმავე მეზობელთან ერთად კვლავ მოხუცის სახლში დაბრუნდა, ვითომდა ფულის სასესხებლად.

სახლში შესულებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ირკვევა, რომ ბრალდებულმა კვალის არევის მიზნით პოლიცია ადგილზე თავადვე გამოიძახა.

შსს-ს ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანანო ზოიძე წერს, რომ მოხუცი ფისოებს და ლეკვებს უვლიდა, სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას.

„გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა. გუშინ მოკლეს საკუთარ ოთახში! მოკლა ერთმა არაქალმა, არაადამიანმა! 2 შვილის დედამ!! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი. 2018 წელს გავიცანი სურათის გადაღების დღეს. ვეხმარებოდი რითიც და როგორც შემეძლო. ცხოვრებისგან დაჩაგრული, სოციალურად დაუცველი და მაინც ყველანაირად უბოროტო, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ფისოებს და ლეკვებს უვლიდა, სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას! და ის მოკლეს. 23 წლის გოგო დაიჭირეს. 2 შვილის დედა. ამირანის სართულზე ცხოვრობდა. 1თვის წინ ამირანი გაქურდეს (მომიყვა) და საკმაოდ  დიდი თანხა წაიღეს, აგროვებდა პენსია+სოციალურს. ჩემი ვარაუდით გასაქურდად იყო მისული და ან სახლში დაუხვდა, ან თავზე წამოადგა ბაბუა“, – წერს ანანო ზოიძე.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close