პოლიტიკასაქართველო

ნიგერიის მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა. მისი კანდიდატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიამ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარუდგინა. ინფორმაცია ცესკოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

თბილისის მერობის კანდიდატი ნიგერიის ერთ-ერთი ტომის, იბოს მეფეა, დაახლოებით 30 წელიწადია, რაც საქართველოში ცხოვრობს და მეფედაც აქ აკურთხეს.

ასევე  ცნობილია, რომ  რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თეოლოგია, არის ქრისტიანი, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ცდილობს ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს. კარგად ფლობს ქართულ ენას, ჰყავს ქართველი მეუღლე და სამი შვილი.

მისი ქართველი მეუღლე ხათუნა კი ამბობს, რომ რიჩარდი ქართველი მამაკაცებისგან არაფრით განსხვავდება, მან აფრიკული ზღაპარი რეალურად აუხდინა და ნიგერიული ტრადიციებიც ძალიან ჰგავს ქართულს.

როგორ აკურთხეს ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის – იბოს მეფე თბილისში და ვინ არის ნიგერიის ქართველი დედოფალი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268444476

თუ გაინტერესებთ, როგორ მეტყველებს ქართულად თბილისის მერობის ნიგერიელი კანდიდატი, მოუსმინეთ მეფე რიჩარდს „პიკის საათში“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close