ქართველები უცხოეთში

„კოვიდით ავტობუსში დაინფიცირდა…“ – ქართველ ემიგრანტს საბერძნეთში ხვალ დაკრძალავენ

კოვიდით გარდაცვლილ ემიგრანტ ქალს, 56 წლის წლის ლია ლეკიაშვილს ხვალ საბერძნეთში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის მეგობარმა, საქართველოს მწერალთა კავშირისა და აკადემიის წევრმა, პოეტმა მარინა ყიფიანმა მიაწოდა.

„ლიამ წლების წინ დაამარცხა სიმსივნე, მკერდი მოჰკვეთეს. მას შემდეგ ალბათ 12 წელი გავიდა. მერე დაემართა შაქრის დიაბეტი, მგონი ინსულინზეც იყო. სასტიკი წინააღმდეგი იყო ვაქცინის გაკეთების, მირჩევნია კორონამ მომკლას, ვიდრე ავიცრაო… ლია ოჯახით საბერძნეთში ცხოვრობდა 26-27 წელი. ლია 16 ივლისს 56 წლის გახდა და 3 დღეში საავადმყოფოში შეიყვანეს. სამწუხაროდ, თესალონიკის საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. იქ ერთი თვე იწვა. ავტობუსში დაინფიცირდა…

ორი ბიჭი ჰყავს, ლაშა და ლევანი და მეუღლე, გელა. ლევანი დაოჯახებულია და შვილებიც ჰყავს, გერმანიაში ცხოვრობდა.

ჩვენ ბოლოს მარტში ვესაუბრეთ ერთმანეთს. რას მოვიფიქრებდი, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო… ხვალ არის დაკრძალვა საბერძნეთში. მშვიდობით მეგობარო“, – ამბობს მარინა ყიფიანი.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close