კრიმინალისაბერძნეთი

ათენში სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი 14 წლის შემდეგ დააკავეს

უცხოური მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ ათენში, კერძოდ, პატისიონის გამზირზე 38 წლის პაკისტანელი დააკავა, რომელსაც ინტერპოლი, არც მეტი – არც ნაკლები, 14 წლის განმავლობაში ეძებდა.

ის განსაკუთრებით სასტიკი დამნაშავეა, რადგან 2007 წელს პაკისტანში მამაკაცი (ასევე პაკისტანელი) დაუნდობლად მოკლა, შემდეგ, როგორც ჩანს, საბერძნეთში ჩასვლა შეძლო და მთელი ამ წლების მანძილზე თავისუფლად გადაადგილდებოდა.

მამაკაცი თავდაპირველად ოფიცრებმა საეჭვო ქცევის გამო შემოწმების მიზნით გააჩერეს, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ იგი ძებნილი იყო სასტიკი დანაშაულისთვის.

38 წლის პაკისტანელმა სამ თანამზრახველთან ერთად მკვლელობა ჩაიდინა, თავი კი საბერძნეთს შეაფარა, სადაც 14 წლის შემდეგ დააპატიმრეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close