მსოფლიო

კვიპროსზე წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმი აშენდა (ფოტოგალერეა)

კვიპროსზე წყალქვეშა ქანდაკებების მუზეუმი „მუსანი“ აშენდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მუზეუმი პერნერის პლაჟთან, აია ნაპაში მდებარეობს. მისი გაშენება 1,1 მილიონი დოლარი დაჯდა. პარკში 93 ქანდაკება დგას, რომელთა ავტორიც პირველი წყალქვეშა პარკის შემქმნელი – ჯეისონ დეკერ ტეილორია.

მისი თქმით, მუზეუმის შექმნის მთავარი მიზანი ცარიელ ადგილებში წყალქვეშა ცხოვრების დაბრუნებაა. თითოეული ქანდაკება სპეციალური მასალისგან არის დამზადებული, რომელიც ზღვის ბინადრებს იზიდავს. ბიომრავალფეროვნების უზრუნველყოფის მიზნით ისინი სხვადასხვა სიღრმეზეა განთავსებული.

ტეილორი აღნიშნავს, რომ ქანდაკებების ნაწილზე წყალმცენარეების ზრდა უკვე შეინიშნება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close