ჰოროსკოპი

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

ყველა ადამიანს მოეძალება ხოლმე სიზარმაცე. ზოგი სძლევს მას, ზოგი – ვერა. ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან ყველაზე ზარმაცები, ამის გარკვევაში ასტროლოგები დაგვეხმარებიან.

არ განაწყენდეთ, თუ ამ ჩამონათვალში თქვენს ნიშანს აღმოაჩენთ: გახსოვდეთ, რომ ზარმაცი ადამიანი არ არსებობს, არის არასწორად მოტივირებული ადამიანი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სიზარმაცეს მაშინ უნდა შეებრძოლო, თუ ეს აუცილებლად გჭირდება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი ნიშნისთვის სიზარმაცე – მამოძრავებელი ძალაც კი არის, რომელსაც ისინი წარმატებისკენ მიჰყავს.

1. კურო

რეიტინგს სათავეში სწორედ კურო უდგას – ამ ნიშნის წარმომადგენლები სულაც არ არიან წინააღმდეგნი, მთელი დღე კოტრიალში გაატარონ და ამ წუთისოფლის სიამეებზე იფიქრონ. მაგრამ ერთია: კურომ იცის, რომ სიამოვნებისთვის საფასურის გადახდაა საჭირო, ამიტომ სანამ ასეთ ფუფუნებას მისცემს თავს, ის მუხლჩაუხრელად შრომობს. ასე რომ, კურო მაშინ ხდება ზარმაცი, როცა მის თანხებსა და კეთილდღეობას არაფერი ემუქრება, მანამდე კი მიზანმიმართულად და შეუპოვრად მოქმედებს.

2. ლომი

ლომი მეფეა და ნებისმიერმა მეფემ უნდა აკონტროლოს, რას აკეთებენ ქვეშევრდომები მისთვის. ლომი წინააღმდეგია ყველაფრის, რაც რუტინას უკავშირდება, მაგრამ ყველაზე ძალიან რამის დამოუკიდებლად გაკეთებას ვერ იტანს. თუმცა, მას სულ ზარმაცადაც ვერ „მოვნათლავთ“. კარგად გამოსდის მბრძანებლობა, რადგან ყოველთვის იცის, რა უნდა გაკეთდეს და როგორ. მისი სიზარმაცე უფრო ჩვევაა, რომელიც ხელმძღვანელისთვის აუცილებელი თვისებაა. დაგვეთანხმეთ – ხელმძღვანელობასაც ხომ ცოდნა უნდა.

3. კირჩხიბი

კირჩხიბი საკმაოდ ზანტი ნიშანია, მაგრამ არ გააკეთებს იმას, რაც ემოციურ სიამოვნებას არ ანიჭებს. ამის შედეგად ხშირად ეზარება რამის გაკეთება, განსაკუთრებით საოჯახო და სხვა ყოფითი საქმეებისა. სამაგიეროდ, ძალიან მარჯვეა იმ საქმეში, რომელიც მის სულთან ახლოსაა და რომელშიც თავისი ნიჭის გამოვლენა შეუძლია.

4. სასწორი

სასწორი – ნიშანი, რომელსაც ვენერა – სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა – მფარველობს. ეს არ არის ძალიან მოძრავი ნიშანი, უპირატესობას ვინმესთან ერთად მოქმედებას ანიჭებს. ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზარმაცს იმიტომ უწოდებენ, რომ სანამ საქმეს დაიწყებენ, მათ ჯერ უნდა აწონ-დაწონონ ყველაფერი, მოიშორონ ეჭვები და კომპლექსები, მოეთათბირონ ახლობლებს, შემდეგ კიდევ ერთხელ დაგეგმონ და კვლავ რჩევა იკითხონ. სიტუაციის გამოსწორება რთული არაა – უბრალოდ, სჭირდებათ ადამიანი, რომელიც სავარძლიდან წამოაყენებს და ახალი თავგადასავლებისკენ უბიძგებს.

5. თევზები

თევზები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ძალზე ცბიერი წარმომადგენლები არიან, რომლებიც თავიანთ სიზარმაცეს რამე მნიშვნელოვანი საქმიანობის იმიტაციით ნიღბავენ. შეუძლიათ რამე აკეთონ ძალიან დიდხანს, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია – ამ საქმეს შედეგი არ ექნება. უფრო მეტიც, ბევრი ღრუბლებში დაცურავს და ხშირად ფანტაზიებით ანაცვლებს რეალობას. დიახ, თევზებს ნაკლები ენთუზიაზმი აქვთ, არიან მელანქოლიურები, ზანტები და ურჩევნიათ დინებას გაჰყვნენ, მაგრამ ეს უფრო პლუსია, ვიდრე მინუსი. თუ თევზები ზარმაცობენ, ეს ნიშნავს, რომ ძალასა და ენერგიას იკრებენ გრანდიოზული მიღწევების წინ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close