საზოგადოება

ყველაზე ხანდაზმული მეუღლეები დაიბადნენ ერთ დღეს და ერთ დღეს დაიხოცნენ – ისინი ხანძარმა იმსხვერპლა (ვიდეო)

ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრები საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი – ნოე მუმლაძე და მარო ციცვიძე-მუმლაძე საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. ამის შესახებ ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

გასულ ზამთარს ნოე და მარიამი Sputnik-საქართველოს ვიდეოსიუჟეტის გმირები გახდნენ. 2020 წელს მათ 100 წელი შეუსრულდათ. მეუღლეები დაიბადნენ ერთ დღეს – პირველ იანვარს, ერთ სოფელში გაიზარდნენ და ერთად 76 წელი იცხოვრეს.

„ქალბატონ მაროს და ბატონ ნოეს ხშირად ვსტუმრობდი და ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი მათი სიყვარულის და თანაცხოვრების ისტორიას. ერთ დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს აღესრულნენ. თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც ამ კეთილშობილ მოხუცებს იცნობდა და გულშემატკივრობდა“, – დაწერა მოდებაძემ.

ნოესა და მაროს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავთ (მათი ყველაზე უფროსი შვილი 73 წლისაა, უმცროსი – 64 წლისა). ახლა ყველა მათგანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, თავად ნოემ და მარიამმა კი მშობლიურ სოფელში დარჩენა ამჯობინეს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close