მსოფლიოსაზოგადოება

ხანძარს, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში მძვინვარებს, მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთში მძვინვარე ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ვარის დეპარტამენტში, კურორტ სენ ტროპესთან ახლოს, სოფელ გრიმოში 2 ცხედარი იპოვეს – ერთი მამაკაცის, მეორე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალის, რომელიც ხანრის ზონაში დაიკარგა და მისი ასავალ-დასავალი  აქამდე უცნობია. ინფორმაციას „Le Parisien“-ი ავრცელებს.

არიან დაშავებულები, რომელთა უმეტესობა კვამლითაა მოწამლული.

გამოცემის ცნობით, თავისი ტყეებითა და ვენახებით ცნობილ ამ რეგიონში  ხანძარი 7000 ჰექტარ ტერიტორიაზეა მოდებული. მეხანძრეთა ინფორმაციით, უკვე დამწვარია 6300 ჰექტარი. ხანძრის კონტროლქეშ მოქცევას 1200-მდე მეხანძრე და ხანძარსაწინააღდეგო უამრავი თვითმფრინავი და ვერტმფრენი ცდილობს, თუმცა ძლიერი ქარისა და გვალვის გამო ბრძოლა ძნელდება.

ვარის დეპარტამენტში 16 აგვისტოს შემდეგ ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ათი ათასამდე  ადგილობრივმა და ტურისტმა საშიში ზონა დატოვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close