თბილისში კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა
თბილისში, „ბოკერიას ჰოსპიტალში“ კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ბოლო 24-საათში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი დაიღუპა. 1-ლი აგვისტოდან კოვიდინფექციას ჩვენს ქვეყანაში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
საქართველოში გასულ ერთ დღეში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია: 11.09%.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 496 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 432 506 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 6 532 კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ბოლო ერთ დღეში, 17 აგვისტოს აიცრა 25 241 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 857 056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 მოქალაქე.
გუშინ დილის მონაცემებით კი, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი.
კომენტარები