მსოფლიო

გერმანიაში ​კორონავირუსის ექსპრესტესტები ოქტომბრიდან უფასო აღარ იქნება

გერმანიაში 11 ოქტომბრიდან კოვიდ-19-ის ექსპრესტესტები უფასოდ აღარ გაკეთდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესს დააჩქარებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მარტიდან მოყოლებული, ქვეყანაში ექსპრესტესტის ჩატარება თითოეულ მოქალაქეს კვირაში ერთხელ უფასოდ შეეძლო. ახლა კი, როდესაც ვაქცინები უკვე ფართოდ არის ხელმისაწვდომი, კანცლერი მერკელი და ქვეყნის 16-ვე რეგიონის პრემიერი შეთანხმდნენ, რომ ასეთი ხარჯების გაწევა არამიზნობრივია.

აღსანიშნავია, რომ ექსპრესტესტები, გამონაკლისის სახით, უფასო დარჩება 18 წლამდე ბავშვებისა და ორსულებისთვის.

იმ პირებს კი, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, არაერთ ობიექტსა და სერვისებზე წვდომისთვის ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close