fbpx
საზოგადოებასაქართველო

კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

კოვიდინფიცირებულთათვის ამოქმედდა ახალი პორტალი https://er.moh.gov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ, შესაძლებლობა აქვთ, პორტალზე დარეგისტრირდნენ. მიღებულ ინფორმაციას 112 დაამუშავებს.

„აღნიშნული პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრი 112-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა და 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია – მესამე დღეა, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 5000-ს აჭარბებს: გასულ 24 საათში ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გარდაიცვალა 49 კოვიდპაციენტი (გუშინ – 48, გუშინწინ – 49), რაც უფრო მაღალი მაჩვენებლებია, ვიდრე მეორე და მესამე ტალღების დროს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close