fbpx
საზოგადოებასაქართველო

„გაფრინდა მარიამი მშობლებთან და ძამიკოსთან“ – ოჯახიდან გადარჩენილი ერთადერთი წევრიც დაიღუპა

25 ოქტომბერს ოჯახი მანქანით სოფელ დიდველიდან სოფელ დიმისკენ მიდიოდა. ამ დროს მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა მარიამის მამა, 4 წლის ძმა, ბებია და ბებიის ძმა.

მარიამი და მისი დედა ქუთაისში, „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში დედაც გარდაიცვალა.

გადარჩენილ  ბავშვს საავადმყოფოში კორონავირუსი დაემართა და რეანიმობილით გადაიყვანეს თბილისში, ციციშვილის კლინიკაში.

მარიამი ავარიის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბავშვმა სიკვდილთან ბრძოლაში გამარჯვება ვერ შეძლო.

ამ სამწუხარო ინფორმაციას ფონდი „დედის ხელები“ ავრცელებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close