კრიმინალისაქართველო

მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე მოკლული იპოვეს

თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალი შანაი ბრუკის ცხედარი „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ, ხეობაში იპოვეს. ის ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული.

როგორც „მთავარი არხის“ დრონებით გადაღებულ კადრებში ჩანს, ქალის ცხედარს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება, მას თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია. შანაი ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­სტრა­ლი­ე­ლი შა­ნაი ბრუ­კი ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­-ნა­ხევ­რის წინ ჩა­მო­ვი­და.

იგი ვიდეოკამერებმა ბოლოს  30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე სახლიდან გასვლისას დააფიქსირა.

დაკარგული ქალის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც პარასკევს საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს Whatsapp-ით ელაპარაკებოდა, იგი მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ამ საუბრის შემდეგ მალევე მის ტელეფონზე ზარი შევიდა, საიდანაც გაიგო, რომ შანაი ვიღაცას უყვიროდა, რომ მისგან ხელები მოეშორებინათ და დახმარებას ითხოვდა.

მეგობრების თქმით, შანაი ვარჯიშობდა და ხშირად დადიოდა სალაშქრო ადგილებში მარტოც და მეგობრებთან ერთადაც. ისინი ამბობენ, რომ 31 წლის ქალს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე დაკარგულ ავსტრალიელ ქალს 10 საათის განმავლობაში ეძებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გარდაცვლილის ოჯახის წევრები მოემგზავრებიან. ასევე, თურქეთიდან ჩამოსვლას აპირებს ავსტრალიის კონსული, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება პროცესში.

შსს-ში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, მუხლი შეიცვალოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close