მეხუთე მედალი ოლიმპიადაზე საქართველოს – ანტონ პლესნოიმ ბრინჯაო მოიპოვა
ტოკიოს ოლიმპიადაზე დღეს, 31 ივლისს საქართველოს მონაგარს კიდევ ერთი მედალი შეემატა – ძალოსნობაში, 96 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ანტონ პლესნოიმ მოიპოვა. ამ დროისთვის ჩვენს დელეგაციას ერთი ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.
ატაცში ანტონმა ჯერ 173 კგ დაძლია, შემდეგ 177 კგ ასწია და მხოლოდ ერთი კილოგრამით ჩამორჩა რობერტ სანტავის (კანადა), რომელმაც 178 კგ აიტაცა.
აკვრაში პლესნოიმ პირველ ცდაზე 206 კგ დაძლია, მეორე ცდაზე 210-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ვერ მოერია და დარბაზიდან კოჭლობით გავიდა. ბედად, სხვა ფავორიტებმა წონები ვერ დაძლიეს და ანტონს მედლის მოგების შანსი გაუჩნდა. მან ეს შანსი გამოიყენა – ნატკენი მუხლის მიუხედავად, 210 კილოგრამს შეეჭიდა, დაძლია და ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები