ტესტები
ასტროლოგიურ-ფსიქოლოგიური ტესტი: რა გელოდებათ 2021 წლის ბოლომდე
ფსიქოლოგებმა ასტროწინასწარმეტყველებას მიჰყვეს ხელი – უპასუხეთ კითხვებს და გაეცანით თქვენი პიროვნების დახასიათებასა და პროგნოზს წლის ბოლომდე.
უპასუხეთ ამ ცხრა კითხვას და დაწერეთ ქაღალდზე:
- აირჩიეთ ერთი ფერი — ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე ან შავი;
- თქვენი სახელის პირველი ასო;
- თქვენი დაბადების თვე;
- შავი თუ თეთრი?
- დაასახელეთ თქვენ ირგვლივ მყოფთაგან თქვენივე სქესის ადამიანი;
- თქვენი საყვარელი რიცხვი;
- რა უფრო გიყვართ — სიარული თუ ფრენა?
- ტბა თუ ოკეანე?
- ჩაუთქვით სურვილი.
შედეგები:
1. არჩეული ფერი:
- ყვითელი – ბედნიერი ადამიანი ხართ, ყველას დამშვიდება შეგიძლიათ, ვინც ცუდად გრძნობს თავს;
- ცისფერი – იმპულსური ბრძანდებით და საყვარელი ადამიანისგან მუდამ ყურადღებასა და ალერსს ელოდებით;
- წითელი – თქვენი ცხოვრება სიყვარულით არის სავსე, ძალზე ენერგიული ბრძანდებით;
- მწვანე – საკმაოდ მშვიდი პიროვნება ბრძანდებით, თქვენთვის აგრესია უცხოა;
- შავი – საკმაოდ აგრესიული და კონსერვატორი ბრძანდებით.
2. სახელის პირველი ასო
- ა-ლ – თქვენი ცხოვრება მეგობრობითა და სიყვარულით არის სავსე;
- მ-ქ – პირად ცხოვრებაში მოულოდნელ გარდატეხას დაელოდეთ;
- ღ-ჰ – სიყვარულში გაგიმართლებთ.
3. დაბადების თვე
- იანვარი-მარტი – კარგი პერიოდი და მოულოდნელი სიყვარული გელოდებათ;
- აპრილი-ივნისი – მოკლე და თავბრუდამხვევი რომანი გელოდებათ, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ;
- ივლისი-სექტემბერი – წარმატებული პერიოდი გექნებათ, მნიშვნელოვანი ცვლილება გელოდებათ, რომელიც თქვენზე ზემოქმედებას მოახდენს;
- ოქტომბერი-დეკემბერი – პირად ფრონტზე გარკვეული სირთულეების შემდეგ საბოლოოდ თქვენს სიყვარულს იპოვით.
4. აირჩიეთ ფერი: შავი ან თეთრი
- შავი – ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელოდებათ, რომლებიც ძალიან რთულად მოგეჩვენებათ, თუმცა მალე ამისთვის ბედს მადლობას გადაუხდით.
- თეთრი – გყავთ მეგობარი, რომელიც ყველაფერს გაგიკეთებთ, რასაც შეძლებს, მაგრამ, შესაძლოა, თქვენ ამაზე წარმოდგენაც არ გაქვთ.
5. ადამიანი, რომელიც დაასახელეთ, თქვენი უახლოესი მეგობარია
6. რიცხვი, რომელიც დაასახელეთ, თქვენი ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა.
7. რა უფრო გიყვართ:
- მგზავრობა ხმელეთით – არ გიყვართ ცვლილებები
- ფრენა – გიყვართ თავგადასავლები
8. რას აირჩევთ:
- ტბა – ერთგული ხართ თქვენი საყვარელი ადამიანისა და მეგობრების;
- ოკეანე – შეგიძლიათ ადამიანებს სიხარული აჩუქოთ, მაგრამ ძალზე არაპროგნოზირებადი ბრძანდებით.
9. სურვილი:
თქვენი სურვილი ნამდვილად ახდება.
კომენტარები