მოგზაურობა

„ქართული COVID-პასპორტი“ არ მუშაობს – საზღვრის გადასაკვეთად სპეციალური ცნობაა საჭირო

ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსზე აცრილი მოქალაქეების ე.წ. კოვიდპასპორტი არ მუშაობს. სწორედ ამიტომ საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის აუცილებელია სხვა საბუთის წარდგენა.

ვაქცინირებულმა შესაბამისი ცნობის მისაღებად ამცრელ კლინიკას უნდა მიაკითხოს. კლინიკამ დოკუმენტი შესაბამისი ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით უნდა გასცეს.

ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;
  • ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი;
  • სამედიცინო დაწესებულების დასახელება;
  • ინფორმაცია ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მსგავსი ცნობის გაცემა შეუძლია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც. თუ კონკრეტული ქვეყანა ცნობას დამოწმებული სახით მოითხოვს, მსგავსი დოკუმენტის გაცემა შეუძლია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

„იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა, შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინოთ სერვისების განვითარების სააგენტოში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close