fbpx
მსოფლიოკრიმინალი

პარიზის ცენტრში საიუველირო მაღაზია გაძარცვეს – წაღებულია 2 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა

პარიზის ცენტრში, შანზ-ელიზეს გამზირთან მდებარე ერთ-ერთი უძველესი საიუველირო ბრენდის, Chaumet-ის მაღაზია გაძარცვეს.

ინფორმაციას მედია პარიზის პროკურორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული მონაცემებით, წაღებულია 2 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა.

როგორც გამოცემა „ლე პარიზიენი“ წერს, შეიარაღებული პირი მაღაზიაში სკუტერით მივიდა სამუშაო საათებში, დაახლოებით 17:10 საათზე.

პროკურორის ოფისის ცნობით, დაწყებულია გამოძიება. საიუველირო კომპანია Chaumet-ი ჰოლდინგ LVMH-ის საკუთრებაშია.

1tv.ge

p. s. შეგახსენებთ, რომ LVMH-ის დამფუძნებელი ბერნარდ არნო (Bernard Arnault) საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანია. იგი „ფორბსის“ მილიარდერთა 2021 წლის რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს 150 მილიარდი დოლარით.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close