fbpx
სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, 10 წუთამდე გაგრძელდა და საბოლოოდ იაპონელის გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების „ყულაბაში“ 2 ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტების მონაგარი.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორმა ქართველმა იასპარეზა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოდა რეპეშაჟში, თუმცა იაპონელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.

ლაშა შავდათუაშვილს უკვე სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს: იგი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს რიოში – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close