იტალია: სარდინიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ძლიერი ხანძრების გამო
კვირას, 25 ივლისს საღამოს საოლქო ჯუნტამ (ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო) სარდინიაზე საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოაცხადა უძლიერესი ხანძრის გამო, რომელმაც ორისტანოს პროვინცია მოიცვა.
საგანგებო სხდომაზე, რომელიც რეგიონის პრეზიდენტმა კრისტიან სოლინასმა ჩაატარა ონლაინ რეჟიმში, უბედურების ზონაში მდებარე 13 სარდინიული ქალაქის მერები მონაწილეობდნენ.
საოლქო ხელისუფლებების ცნობით, ხანძარმა უკვე გაანადგურა 20 ათასი ჰექტარი მწვანე ნარგავი, დაიწვა რამდენიმე საწარმო და საცხოვრებელი ნაგებობა, დაიღუპა საქონელი.
ევაკუირებულია 400 ადამიანი, რომლებიც ორისტანოს რაიონის სოფელ სკანო მონტიფეროს გარეუბანში ცხოვრობდნენ. ისინი საკუთარი სახლებიდან გამოასახლეს, რომელთაგან ზოგი ცეცხლისგან დაზარალდა. მერმა ანტონიო ფლორემ მუნიციპალური სპორტდარბაზში შეკრების ცენტრი გახსნა.
სარდინიის პრეზიდენტმა სოლინასმა ცენტრალურ ხელისუფლებას საგანგებო ეკონომიკური დახმარების თხოვნით მიმართა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები