კრიმინალისაბერძნეთი

რატომ მოკლა 26 წლის გოგო შეყვარებულმა – დაუჯერებელი მიზეზი, რომელზეც მთელი საბერძნეთი ლაპარაკობს (ვიდეო)

ფოლეგანდროზე დატრიალებულმა ტრაგედიამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, გარდაცვლილია 26 წლის გოგონა, გარიფალია, რომელიც საკუთარმა შეყვარებულმა იმსხვერპლა.

დაკავებული უკვე გადაყვანილია ნაქსოს პროკურატურაში და გავრცელდა ვიდეოც, სადაც ეს პროცესია ასახული.

გარდა ამისა, ვრცელდება ყველაზე შოკისმომგვრელი დეტალიც, თუ რის გამო დაიწყო კამათი წყვილმა და შემდეგ ეს ყველაფერი ისეთ სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა, რომ 30 წლის მამაკაცმა საკუთარი პარტნიორი კლდიდან წყალში გადააგდო.

ტელეკომპანია Οpen-ის მიხედვით, წყვილს თავიდან კუნძულის სრულიად სხვა მხარეს უნდოდა წასვლა, თუმცა გზა აებნათ და ვეღარ გაიგეს, თუ სად იმყოფებოდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც მათ ჩხუბი დაიწყეს, 30 წლის მამაკაცი გარიფალიას ადანაშაულებდა იმაში, რომ გზა აერიათ. როგორც დაკავებული ამბობს, ჩხუბის დროს მან შემთხვევით ასწია მუხრუჭი, მანქანა გზიდან გადავიდა და კლდეზე აღმოჩნდა.

პოლიცია აცხადებს, რომ ლოგიკურად, გოგონას შეეშინდა, მანქანიდან გადმოვიდა და ციცაბო კლდეზე სვლა დაიწყო. ჩანს, რომ შეყვარებული მას უკან გაჰყვა და კვლავ ჩხუბი გააგრძელეს, რა დროსაც მან გარიფალია წყალში გადააგდო.

მკვლელი აცხადებს, რომ იმ მომენტში თავზე კონტროლი დაკარგა და შეყვარებულის მოკვლა არ უნდოდა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close