კრიმინალიმიგრაცია

საბერძნეთში არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთის რამდენიმე ძალოვანი უწყების მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოვლინდა ჯგუფი, რომელსაც თურქეთიდან საბერძნეთში ლტოლვილები უკანონოდ შემოყავდა.

აღნიშნული ჯგუფის ოთხი წევრი ლტოლვილთა საკითხებით დაკავებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კრიმინალური დაჯგუფების დანარჩენი ექვსი წევრიც უცხოელია. მათი წარმოშობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც ბერძნულმა პოლიციამ ანტიტერორისტულ სამსახურთან, საიმიგრაციო საქმეთა დეპარტამენტსა და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერაციით დაადგინა, ბრალდებულებს თურქეთის სანაპიროებიდან უკანონოდ რეგულარულად გადაყავდათ მიგრანტები ნავებით ბერძნულ კუნძულებზე – ლესბოსზე, ქიოსსა და სამოსზე. მათ ინფორმაცია ჰქონდათ საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემების მოძრაობის შესახებ, ამ ინფორმაციას თურქეთში თავიანთ თანამზრახველებს აწვდიდნენ და ამ გზით ახერხებდნენ თავიანთი უკანონო საქმიანობის განხორციელებას.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close