კრიმინალისაბერძნეთი

ათენში ყალბი საბუთების დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ათენის ექსარხიის რაიონში პოლიციამ, სპონტანური შემოწმების მიზნით, გააჩერა უცხოელი, რომელსაც თან აღმოაჩნდა 13 ერთეული ყალბი ბინადრობის მოწმობა და პასპორტი.

შემდგომი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პირს ყალბი საბუთების დასამზადებელი საამქრო ჰქონდა მოწყობილი. მის ბინაში აღმოაჩინეს ათობით უცხოური პასპორტი, ლტოლვილის და ბინადრობის ყალბი მოწმობები, ყალბი ვიზები და სხვ. როგორც პოლიცია ვარაუდობს, ბრალდებულს გაყალბებული საბუთების გასაღებით დაახლოებით 300 ათასი ევროზე მეტის გამომუშავება შეეძლო. ბრალდებული 50 წლის მამაკაცი პაკისტანის მოქალაქეა. იგი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს. პოლიცია ამჟამად მისი თანამზრახველების გამოვლენას ცდილობს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close