ეკონომიკასაქართველო

ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ რეკორდული თანხა – 201.9 მილიონი დოლარი შეადგინა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკაში ფულადი გზავნილების წილით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით (32.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ფულადი გზავნილების სტატისტიკის აღრიცხვის ისტორიაში რეკორდულია.

ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა – $39.1 მილიონი, მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც ქვეყანაში გზავნილების სახით $31.7 მილიონი შემოვიდა, მესამეზე – აშშ, $25 მილიონით, მეოთხეზე – საბერძნეთი, $20,2 მილიონით, მეხუთეზე – ისრაელი, $15,6 მილიონით.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

1. რუსეთი – $39.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 20%
2. იტალია – $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 18%
3. აშშ – $25.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 25%
4. საბერძნეთი – $20.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1,6%
5. ისრაელი – $15.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 13%
6. გერმანია – $9.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 47,5%
7. თურქეთი – $9.1 მილიონი, კლება წინა წელთან შედარებით 16,4%
8. უკრაინა – $8.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით  23,5%
9. აზერბაიჯანი – $7.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 50%
10. ესპანეთი – $4.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 10%
11. ყაზახეთი – $4.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 193%
12. საფრანგეთი – $3.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 28%
13. პოლონეთი – $2.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 18%
14. კანადა – $2.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 10,6%
15. ირლანდია – $1.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 50,7%

საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ-ის 13%-ს აგენერირებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკაში ფულადი გზავნილების წილით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ $26.5 მილიონი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 20,8%-ით მეტია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close