fbpx
საზოგადოებასაქართველო

რას ჰყვება გარდაცვლილი ოპერატორის დედა, თინათინ კახიძე (ვიდეო)

37 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა დედამ – თინათინ კახიძემ. „TV პირველის“ ოპერატორს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ მაშინ, როცა იგი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

„მე და ჩემი შვილი სახლში მარტო ვიყავით, დამძახებელიც არავინ მყავდა. ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო“, – უთხრა მედიის წარმომადგენლებს გარდაცვლილი ოპერატორის დედამ, თინათინ კახიძემ.

მან გაიხსენა, როგორ ნახა საწოლში გარდაცვლილი შვილი.

„ძალიან კარგ ხასიათზე მოვიდა გადაღებებიდან, რომ ყველა ნახა, რაღაც კმაყოფილი იყო. მეთამაშებოდა, მაგიდას ვუვლიდით გარშემო. ვუთხარი, დედა შერყევა გაქვს, უნდა იწვე-თქო. მოკლედ დავაწვინე, ასე, 23:00-23:30 საათი იქნებოდა. დაწექი-თქო. მოკლედ, ჩემი ხელით დავაწვინე. როგორც დავაწვინე, 03:00 საათამდე მე ტელევიზორს ვუყურებდი, არ შევაწუხე, სძინავს-თქო“.

მისი თქმით, დილით ნახა, რომ ლექსოს ტუჩები გალურჯებული ჰქონდა და უკვე გარდაცვლილი იყო.

 

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close