fbpx
საზოგადოება

„ლექსომ მითხრა, პატრიარქი მზის სხივია დედამიწაზეო, მინდა ჩავეხუტო და იმათ მაგივრად მოვუხადო ბოდიში, ასე რომ ულახავენ სახელსო“ – მარიამ გოგიშვილი

საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:

„შეძრული ვარ ლექსოს ამბით!

რამდენიმე დღის წინ ვიყავი მის სანახავად. ვისაუბრეთ მშვიდად, აქეთ მანუგეშა, ლიფტამდე გამომაცილა, დამემშვიდობა და რაზეც შევთანხმდით, ის შემახსენა არ დაგავიწყდესო… ორი დღეა გამოეწერა სავადმყოფოდან და თვითონ დამირეკა, მარიამ გამოვეწერე, კარგად ვარ და როდის ვნახავ პატრიარქსო? მე მას ვუთხარი, ამ დღეებში შევალთ აუცილებლად-თქო! ჩემი პატრიარქი არის ჩემთვის მზის სხივი დედამიწაზეო, მისი ხელის დადებით მე გავხდები ბედნიერიო, მინდა ჩავეხუტო და იმათ მაგივრად მე მოვუხადო ბოდიში (სასულერო პირებზე, ერის ადამიანებზე და იმ ადამინებზე, ვინც ესე მოექცა მას), ასე რომ ულახავენ სახელსო.

ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, ლექსო, და ვერასოდეს მოვინელებ, ასე სწრაფად რომ ვერ აგიხდინე სურვილი.

აქ კიდევ ერთხელ ჩანს მისი საოცარი ადამიანობა.

მე ამ პოსტით გავუსვი მის ადამიანობას ხაზი, გამაოცა მისმა გულმა და სულმა, რაც მას უქნეს და ამის მერე ეს სიტყვები მითხრა. მართლა აღვფრთოვანდი…. ამიტომ დავწერე სხვა განზრახვა არ მქონია! თქვენ კიდე თავს დამესხით და ისე გამიმეტეთ, სიცოცხლე აღარ მინდა!“ – წერს მარიამ გოგიშვილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close