ვიდეოსაზოგადოება
ალექსანდრე გეჯაძე: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა თვე-ნახევარში გახდება ცნობილი
დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა თვე-ნახევარში გახდება ცნობილი.
მისი თქმით, მარცხენა თვალბუდის კედლების ფრაგმენტულ მოტეხილობას არ შეეძლო ლაშქარავას გარდაცვალება გამოეწვია.
„გვამის გამოკვლევის დროს თავის ტვინში და ქალა-ფუძის ძვლებშიც ჩვენ ვერანაირი ტრავმული ცვლილებები ვერ ვნახეთ – ვიზუალური, აშკარა, ტლანქი ხასიათის, რომელიც ცალსახად მოგვცემდა საშუალებას, გვეთქვა, რომ სიკვდილის მიზეზი ესა და ეს ტრავმაა“, – განაცხადა ექსპერტმა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გარდაცვლილი ოპერატორის ცხედრის ექსპერტიზა 7 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
ექსპერტიზის კიდევ რა დეტალებზე საუბრობს გეჯაძე, ნახეთ „იმედში კვირაში“.
კომენტარები