პოლიტიკასაქართველო

„TV პირველის“ მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც თითქოს ასახულია LGBTQ-ს მხარდამჭერი მონაზონი მარიამი, FAKE აღმოჩნდა – ვის ეკუთვნის ფოტო

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური  უარყოფს „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არ არის ნეკრესის მონასტრის სამონაზვნო დასის წევრი, და მეტიც – ნეკრესის ეპარქიაში დედათა მონასტერი არ არსებობს.

„დღეს „TV პირველმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს ასახულია, როგორ გამოხატავს ლგბტქთემისადმი სოლიდარობას ნეკრესის დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნულ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არ არის ნეკრესის მონასტრის სამონაზვნო დასის წევრი, უფრო მეტიც, ნეკრესის ეპარქიაში არც დედათა მონასტერი არსებობს და არც ეს პიროვნება განეკუთვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოღვაწეთა რიცხვს. ამასთან, ინტერნეტსივრცეში არც ამ სახელით არსებული Facebook-გვერდი იძებნება. სავარაუდოდ, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი არც ქართველია და შესამოსელზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ მას რუსული ეკლესიისათვის დამახასიათებელი შესამოსელი აცვია.

შესაბამისად, ეს ყოველივე მეტყველებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და თანხმლები ინფორმაცია ფალსიფიკაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამიტომ გთხოვთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და თავი შეიკავოთ მსგავსი შინაარსის ფოტომასალის გავრცელებისაგან“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოზე  გამოსახული მონაზონი, უკრაინის მართმადიდებული ეკლესიიის იღუმენია ეკატერინა სმიჩოკია.

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close