მედიცინაპოლიტიკა

კორონავირუსის მეოთხე ტალღა – პორტუგალიაში ლოქდაუნი დაწესდა, რა ხდება საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში?

დიდ ბრიტანეთში დელტა პლუს შტამი დაფიქსირდა

კორონავირუსის დელტა (ე. წ. ინდური) შტამმა, რომელიც  უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები და ვაქცინების მიმართ გაცილებით მდგრადია, ევროპის ქვეყნებს შეუტია, რამაც ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მიმდინარე წლის თებერვლის მაჩვენებლებამდე გაიზარდა მიუხედაავდ ვაქცინაციის მასშტაბური კამპანიისა, რომელმაც 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის თითქმის 64% მოიცვა, 86%-ს კი, სულ ცოტა, ერთი აცრა მაინც აქვს გაკეთებული. ამან დადებითი შედეგი მოიტანა იმ მხრივ, რომ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალ მაჩვენებლამდე შემცირდა (122 გარდაცვლილი ერთი კვირის განმავლობაში). თუმცა მათგან მესამედი სრულად ვაქცინირებული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ბრიტანეთში დელტა შტამით გამოწვეული დაავადება კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ადამიანების მესამედზე მეტი სრულად ვაქცინირებული იყო. რაც შეეხება ვაქცინის უსაფრთხოებას, ამასთან დაკავშირებით მეცნიერებს აზრი არ შეუცვლიათ და ძველებურად მიიჩნევენ, რომ ვაქცინები უსაფრთხოა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც მთავრობის სტატისტიკას ეყრდნობა, 6 ივლისის ბოლო 24 საათში ბრიტანეთში კოვიდ-19-ის 16 703 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების ტემპებით, რომელიც უკვე ორი დღეა, 16 ათას შემთხვევას აჭარბებს, დიდი ბრიტანეთი ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში – მე-7-დეზე, თანაც დიდი „მანძილით“ უსწრებს მის მომდევნო ქვეყანას – ესპანეთს, სადაც ერთ დღეში ინფიცირების 4,5 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან ბრიტანეთში 4,6 მლნ ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 152 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ამ ფონზე ბრიტანეთის მთავრობამ შესაძლოა გადაიფიქროს თვის დასაწყისში დაანონსებული საკარანტინო ზომებს სრული გაუქმება 19 ივლისიდან.

ბრიტანეთის მთავრობასთან არსებულმა ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ დელტა შტამის გარდა ქვეყანაში გამოვლენილია დელტა პლუს შტამის შემთხვევები, რომლებიც პოტენციურად კიდევ უფრო გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ინდური შტამი.

პაციენტების ბიომასალების კვლევის შედეგად გამოვლინდა ვირუსის 40 ნიმუში K417NK417N მუტაციით. ის, ასევე, აღმოჩენილია აშშ-ში (83 შემთხვევა), კანადაში, ინდოეთში, იაპონიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუსეთში, შვეიცარიასა და თურქეთში.

პორტუგალია

პორტუგალიაში მთავრობამ ისევ გაამკაცრა ლოქდაუნი, მისი შემსუბუქებიდან 2 თვის თავზე, რადგან ლისაბონში დაავადების მაჩვენებლები გაიზარდა და თებერვლის პიკს (1,6 ათასი შემთხვევა დღეში) გაუტოლდა.

Reuters-ის ცნობით, ხელისუფლებამ 15:30 სთ-მდე შეზღუდა კაფეებისა და რესტორნების მუშაობის დრო გამოსასვლელ დღეებში და ვიზიტორების რაოდენობაზე ლიმიტი დააწესა. ლისაბონის რეგიონის დატოვება მის მაცხოვრებლებს აეკრძალათ მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის პალატების დატვირთვა ერთი მეოთხედით გაიზარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანტონიუ კოშტას განცხადებით, აგვისტოს ბოლოსთვის ინფიცირებულთა 90% პროცენტი დელტა შტამზე მოვა.

საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა 6 ივლისს მორიგი პრესკონფერენციზე განაცხადა, რომ ინფექციის გამავრცელებლები გახდნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც საღამოს წვეულებებზე „მჭიდროდ ურთიერეთობენ“ ერთმანეთთან. ამის გამო მოქალაქეთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ხარდალიასმა 8 ივლისიდან დააანონსა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ღამის კლუბებსა და კაფეებში. იგი დამღვევებს დიდი ჯარიმებით და დახურვით დაემუქრა.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების  1797 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. კოვიდ-19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინტენსიური თერაპიის პალატებში 168 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

„გვიახლოვდება პანდემიის მეოთხე ტალღა“, – განაცხადა სახელმწიფო ტელეკომპანია ERT-მ ჯანდაცვის უწყებების ყოველდღიური ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ.

თესლონიკის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ERT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში საბერძნეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 442%-ით გაიზარდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close