მსოფლიოსამზარეულო

შქმერულის შემდეგ იაპონიაში ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო

იაპონიაში შქმერულის შემდეგ ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოება დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ იაპონურმა საკვები პროდუქტების მწარმოებელმა „Matsubara Shokuhin“, საელჩოსთან თანამშრომლობით, შქმერულთან ერთად, ხარჩოს ნახევარფაბრიკატის წარმოებაც დაიწყო.

ორივე პროდუქტის შეფუთვაზე ქართული დროშა და საქართველოს შესახებ მოკლე ინფორმაციაა დატანილი“, – ნათქვამია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქართული კერძის – დაფასოებული შქმერულის გაყიდვა იაპონიაში ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში 2020 წლის იანვარში დაიწყო. მოგვიანებით კი გასული წლის ივლისიდან კომპანია „მაცუბარა ფუდსმა“ გაყიდვაში შქმერულის სწრაფად მომზადებადი პაკეტები გამოუშვა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებში გაიყიდება.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close