fbpx
ჯანმრთელობარჩევები

მაგნიტური ქარიშხლები ივლისში: მოემზადეთ ორი ძლიერი შემოტევისთვის

ივნისი გეომაგნიტური ქარიშხლების მხრივ შედარებით მშვიდი თვე იყო, რასაც ვერ ვიტყვით ივლისზე. ივლისში, სპეციალისტების თქმით, ამ თვალსაზრისით რამდენიმე რთული დღე გველოდება. გეომაგნიტური რყევები ივლისის დასაწყისსა და შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, ამის შესახებ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის („ფიანი“) მონაცემებიდან ირკვევა.

სტატისტიკის თანახმად, მაგნიტური ქარიშხლები ჩვენი პლანეტის მცხოვრებთა 70%-ზე ახდენს გავლენას, ამასთან, თუ მოვლენა ძლიერია, მის ზემოქმედებას არა მარტო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები გრძნობენ, არამედ სრულიად ჯანმრთელებიც.

მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის ინფორმაციით:

  • პირველი მაგნიტური შტორმი 4-5 ივლისისთვისაა მოსალოდნელი. პიკის დროს მისი სიმძლავრე ოთხ ბალს მიაღწევს. ამასთან, NASA-ს მონაცემებით ყველაზე რთული 4 ივლისი იქნება, ხოლო „ფიანის“ მონაცემებით – მაგნიტური დარტყმის პიკი 5 ივლისზე მოვა.

ამ დღეებში გაძლიერდება დეპრესია, განწყობა გაგიუარესდებათ, ამიტომ საჭიროა იზრუნოთ იმაზე, რომ პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ – იკითხოთ წიგნები, რომლებიც კარგ განწყობაზე დაგაყენებთ, უყუროთ ხალისიან, მსუბუქ ფილმებს და უფრო ხშირი ურთიერთობა გქონდეთ საყვარელ ადამიანებთან.

  • თვის მეორე მაგნიტური ქარიშხალი 9-10 ივლისსაა მოსალოდნელი, თუმცა ის უფრო სუსტი იქნება. მისი სიმძლავრე, სპეციალისტების თქმით, პიკის დროს სამ ბალს არ გადააჭარბებს

ამ დღეებში მოსალოდნელია ძილის პრობლემები, თავბრუს ხვევა და გულისრევის შეგრძნებები.

  • შემდეგი მაგნიტური შტორმიკი 12-13 ივლისსაა მოსალოდნელი, მისი სიმძლავრე ოთხი ბალი იქნება.

ამ პერიოდში შესაძლოა შეგაწუხოთ უძილობამ, სუნთქვის უკმარისობამ, თავის ტკივილებმა (შაკიკის შეტევებმა), თავბრუს ხვევამ, აპათიამ და გაღიზიანებადობამ; არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების დიდი ალბათობა.

თვის გეომაგნიტური შემოტევები 29 ივლისის ქარიშხლით დასრულდება. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე და, ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული თავის ტკივილი აწუხებთ.

რჩევები: როგორ მოვემზადოთ მაგნიტური შტორმების დღეებისთვის

მეტეოპათებში (ამინდზე დამოკიდებული ადამიანები) ასეთ დღეებში ყველაზე ხშირად შემდეგი სიმპტომები ვლინდება:

  • თავის ტკივილი;
  • ცუდი ძილი და განწყობა;
  • ქოშინი;
  • მაღალი ან დაბალი წნევა;
  • სწრაფი გულისცემა;
  • გაღიზიანება, ნერვიულობა, შფოთვა, აპათია;
  • უძლურება, სისუსტე მთელ სხეულში;
  • სისხლდენა ცხვირიდან.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა, რადგან სწორედ ამ ორგანოებზე მოდის მთავარი დარტყმა მაგნიტური ანომალიების დროს. ასევე, ზოგადად, ყველას, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს, სპეციალისტები ურჩევენ, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში იქონიონ საჭირო მედიკამენტები. მაგნიტური ქარიშხლების მთავარი საშიშროება სწორედ ასეთი თანმხლები დაავადებების გამწვავებაა.

მეცნიერები, რომლებიც ადამიანებზე გეომაგნიტური ზეგავლენის პრობლემების კვლევით არიან დაკავებულები, აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში შეუძლებელია მაგნიტური ქარიშხლების გავლენისგან სრულად თავის დაღწევა, მაგრამ მისი ზეგავლენის შემცირება შესაძლებელია. ექიმები რეკომენდაციებს გვაძლევენ, რომ საჭიროა უფრო მეტი სიარული სუფთა ჰაერზე; სხეულის საერთო აქტივობის შენარჩუნება; შეეცადეთ შეამციროთ მავნე ნივთიერებების უარყოფითი გავლენა მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების სახით; მიირთვით მეტი ახალი ბოსტნეული და ხილი; უარი თქვით ცხიმიან, შემწვარ საკვებზე და ხორცპროდუქტებზე.

სხეულისთვის სასარგებლო იქნება კონტრასტული შხაპის მიღება, სხეულის გაკაჟება, ზოგადად, ყველაფერი, რაც სისხლძარღვთა სისტემას გააძლიერებს.

ამ რეკომენდაციებს თუ დაიცავთ, შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, ისე ჩაივლის მაგნიტური შტორმების დღეები.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close