კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 ივნისი – 4 ივლისი
28 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით კლებადი მთვარის დღეებია. ეს კვირა კარგი პერიოდია ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც დაკავშირებულია სახლის კეთილმოწყობასთან, ოჯახთან, ბავშვებთან, ახლობლებთან; შესანიშნავი დროა ბუნებაში მოგზაურობისთვის.
ამ კვირაში ვერძის ყურადღების ცენტრში იქნება ურთიერთობები კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან და მასზე ასაკით თუ წოდებით მაღლა მდგომ ნებისმიერ ადამიანთან. სასურველია უარი თქვათ ინიციატივებზე იმ საკითხებში, რომლებიც თქვენს კომპეტენციას სცილდება – ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას. შეიძლება რაღაც ისე არ წარიმართოს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ შეგიქმნით. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ და უკეთესი პერიოდისთვის მოემზადეთ.
სასიკეთო დღეები: 29, 30.
არასასიკეთო დღე: 4.
კურო
ვარსკვლავები კუროს ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას. გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა, შეეცადეთ განიტვირთოთ ყველაფრისგან, რაც სულიერ კომფორტს გირღვევთ. ცხოვრების ჩვეული რიტმიდან მცირედი გადახრაც კი უარყოფითად აისახება თქვენს მდგომარეობაზე. ფსიქოლოგიურ დახმარებას და მხარდაჭერას ახლობლები გაგიწევენ. შეეცადეთ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერზე მცირე ხნით მაინც დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 2.
არასასიკეთო დღე: 28.
ტყუპი
ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის ამ კვირის მთავარი მოვლენები სამსახურში განვითარდება. გეძლევათ სრული თავისუფლება ყველაფერში, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი. ყველაფერი, რაც გსურთ, პირველი მოთხოვნისთანავე შესრულდება. შეეცადეთ გონივრულად გამოიყენოთ ეს საჩუქარი. მეტისმეტი არ მოინდომოთ და შეეცადეთ გარშემო მყოფების ინტერესი გაითვალისწინოთ. ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ.
სასიკეთო დღეები: 1, 3.
არასასიკეთო დღე: 30.
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში მოხდება, დაგაფიქრებთ. მიზეზი იქნება საყვარელი ადამიანის მოულოდნელი აღიარება ან ბავშვის ქმედება. ამ პერიოდის განმავლობაში კარგია იფიქროთ იმაზე, ხომ არ გაგიტაცათ საკუთარმა ინტერესებმა და ახლობლები ხომ არ დაივიწყეთ. ინტუიცია სწორ გზაზე დაგაყენებთ. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს.
სასიკეთო დღეები: 29, 2.
არასასიკეთო დღე: 4.
ყველა გაგებით შემოქმედებითი პერიოდია მოსალოდნელი. ფაქტობრივად, ჩაეფლობით ახლობლების, საყვარელი ადამიანების, მეგობრების სიყვარულში. და ეს ყველაფერი დაგეხმარებათ წარმატებით გაუმკლავდეთ რთულ ამოცანებს, რომელთა მოგვარებაც სამსახურში მოგიწევთ. სახლშიც ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი გექნებათ. ახალგაზრდებს ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 3.
ბევრი ენერგია გექნებათ და იმისთვის, რომ თავი მშვენიერ ფორმაში იგრძნოთ, ეს ენერგია დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოთ. კარგი იქნება ოჯახური საკითხების მოგვარება, რაც უკეთეს დრომდე გქონდათ გადადებული. აი, ფინანსური საკითხების გადასაჭრელად კი საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის – ცოტა ხანს მოიცადეთ. მარტოხელა ქალწულებს დიდი შანსი აქვთ, საბედოს შეხვდნენ და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს.
სასიკეთო დღეები: 2, 4.
არასასიკეთო დღე: 29.
შეეცადეთ დღევანდელი დღით იცხოვროთ. მოგიწევთ ჩვეულებრივზე ხშირად გაუმკლავდეთ სხვების პრობლემებს და დიდი ენერგია დაახარჯოთ სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, ამიტომ ამ კვირისთვის ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან გეგმები შეიძლება შეიცვალოს და მოგზაურობაც მოგიწიოთ როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი თვალსაზრისით. უბრალოდ, დასვენება არ დაგავიწყდეთ! გაანებივრეთ საკუთარი თავი სპა-პროცედურებით და ახალი ვარცხნილობით.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 30.
მორიელი
ცხოვრების ყველა სფეროში წარმატება ახლა დიდწილად თქვენს საქმიანობაზეა დამოკიდებული, ამიტომ იმოქმედეთ! შეცდომების დაშვების ნუ შეგეშინდებათ. დაიცავით პრინციპი, რომ „მცდელობა წამება არ არის“. მშვენიერი დროა, საკუთარი თავი დადებითად წარმოაჩინოთ – სამსახურშიც და სიყვარულშიც. ნუ დააყოვნებთ, თავისუფლად გამოხატოთ თქვენი გრძნობები.
სასიკეთო დღეები: 30, 3.
არასასიკეთო დღე: 28.
მშვილდოსანი
გრანდიოზულ სამუშაო გეგმებს ნუ შეადგენთ, ამ კვირაში ისედაც ბევრი სამუშაო გექნებათ. დაიცავით დისტანცია საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. ამ დროს უმჯობესია იზრუნოთ საკუთარ თავზე, თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ, ეცადეთ სუფთა ჰაერზე დიდი დრო გაატაროთ, თუნდაც მეგობრებთან ერთად.
სასიკეთო დღეები: 29, 3.
არასასიკეთო დღე: 4.
ამ კვირის დევიზია : რისკი კეთილშობილური საქმეა! წარმატების დიდი შანსი გექნებათ ყველაფერში, რაზეც იფიქრებთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც გავლენას მოახდენს ფინანსებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. ამდენად, მოგიწევთ გადახედოთ თქვენს ზოგიერთ მოსაზრებას და შეაფასოთ პრიორიტეტები. აკონტროლეთ საკუთარი თავი, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს სიმშვიდესა და მოთმინების უნარზე.
სასიკეთო დღეები: 1, 3.
არასასიკეთო დღე: 30.
ეს კვირა მოუსვენარი და პრობლემური პერიოდია. ალბათ ეჭვები გტანჯავთ. სასწორის ერთ მხარეს კარიერა და სოციალური წარმატებები იქნება, მეორე მხარეს – სიყვარული და ოჯახის კეთილდღეობა. მოგიწევთ უპირატესობა მიანიჭოთ რომელიმეს. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდენით იმას, რასაც გული გეტყვით. ახლობლები თქვენზე დიდ იმედს ამყარებენ.
სასიკეთო დღეები: 1, 4.
არასასიკეთო დღე: 29.
კარგი პერიოდია წარმატებული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით პროფესიულ და ფინანსურ სფეროებში. ამასთან, ამისათვის ყველა საკითხში თქვენ უნდა გახდეთ მმართველი, დაეყრდნოთ და ენდოთ მხოლოდ საკუთარ თავს. ირგვლივ მყოფების დახმარება ექსტრემალურ შემთხვევებში გამოიყენეთ, თანაც მხოლოდ ახლობლებისგან. თქვენ შეძლებთ მიზნის მიღწევას!
სასიკეთო დღეები: 2, 3.
არასასიკეთო დღე: 28.
თამთა გურული
კომენტარები