fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი კოლეგის კოცნისას დისტანციის დარღვევის გამო გადადგა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, მეთ ჰენკოკი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მის მიერ თანამშრომლის კოცნისას სოციალური დისტანციის დარღვევის ამსახველი ფოტო მედიაში გავრცელდა.

ფოტოზე, რომელიც გამოცემა The Sun-მა გაავრცელა, კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პერიოდში ჰენკოკი კოლეგას, ჯინა კოლადანჯელოს კოცნის.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის გადადგომის შესახებ გაგზავნილ წერილში ჰენკოკი აღნიშნავს, რომ მთავრობას „ვალდებულება აქვს იმ ხალხის წინაშე, რომელმაც პანდემიის გამო ბევრი მსხვერპლი გაიღო მაშინ როცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ დავაღალატეთ ჩემ მიერ მითითებების დარღვევით“.

მეთ ჰენკოკი და მისი კოლეგა, ჯინა კოლადანჯელო – ორივე დაოჯახებულები არიან და 3-3 შვილი ჰყავთ. კოლანდაჯელო ასევე დატოვებს მის მიერ დაკავებულ თანამდებობას – ჯანდაცვის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close