fbpx
რჩევები

რჩევები მათთვის, ვისაც კონდიციონერი არ აქვს, ან არ უყვარს

ცხელ დღეებში ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

ზაფხულში სახლის გადახურების მიზეზია მზის სხივები, რომლებიც ფანჯრებიდან შემოდის და ჰაერს ახურებს. დაიმახსოვრეთ, რომ ოთახების განიავება ჯობს დილით ან გვიან ღამით, როცა მზე ძალიან არ აცხუნებს.

სახლის გადახურების თავიდან ასაცილებლად ჩამოუშვით ჟალუზები ან ჩამოაფარეთ სქელი, სასურველია ღია ფერისა და ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ფარდები.

სასურველია, რომ მზის მხარეზე განთავსებული ფანჯრები მზის სხივების ზემოქმედებისგან დაიცვათ. ამისთვის, ფანჯრის შუშებს ალუმინის ფოლგა მიაფარეთ და ფანჯრის რაფებზე წებოვანი ლენტით – ე.წ. სკოჩით დაამაგრეთ.

გაითვალისწინეთ, რომ სველი წესით დალაგება სახლის გაგრილების საუკეთესო საშუალებაა.

ოთახში სიგრილისა და სინოტივის შესანარჩუნებლად სხვადასხვა ადგილას მიაფინეთ დასველებული და კარგად გაწურული პირსახოცები. პირსახოცების ხშირად დასველება რომ არ დაგჭირდეთ, ოთახში გაფინეთ სველი ზეწარი, რომლის ბოლო ყინულოვან წყალში იქნება ჩაშვებული.

ხშირად გამოიყენეთ წყლის მაფრქვეველა.

ოთახის გაგრილების საუკეთესო საშუალებაა „თვითნაკეთი კონდიციონერი“: პლასტიკატის ბოთლებში გაყინეთ წყალი ან ჯამში ჩაყარეთ ყინულები და დადგით ვენტილატორის წინ 20-30 სმ-ის დაშორებით.
თვითნაკეთი „კონდიციონერიდან“ წამოსული ყინულოვანი ჰაერის ჭავლი თქვენს ოთახს საგრძნობლად გააგრილებს.

ლოგინში, ბოჭკოვანის ნაცვლად, გამოიყენეთ სატინის ან აბრეშუმის თეთრეული – ამ ქსოვილებს კანის გაგრილების თვისება აქვს.

დაძინებამდე ერთი საათით ადრე ბალიში ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და საყინულეში შეინახეთლოგინში კი საყინულიდან გამოღებული ყინულიანი ბოთლები ჩაყარეთ.
ლოგინში დაწოლის წინ ბალიშსა და ბოთლებს ადგილი შეუცვალეთ – ბალიში ლოგინში მოათავსეთ და ბოთლები ისევ მაცივარში შეინახეთ.
გარწმუნებთ, თუ ამ მეთოდს გამოიყენებთ, გრილად დაგეძინებათ.

ფიზიკიდან გემახსოვრებათ, რომ თბილი ჰაერი ზემოთ მიიწევს, გრილი კი დაბლა რჩება, ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში, თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაბალ ტახტზე ან შეზლონგზე დაწექით.
უკეთესი იქნება, თუ სულაც იატაკზე გაიშლით ლოგინს.

გახსოვდეთ, რომ ხალიჩა სითბოს გამოყოფს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ხალიჩებს აახვევთ და შეინახავთ. იატაკს კი სველი წესით გაასუფთავებთ.

შეეცადეთ, რომ საათში ერთხელ მაინც დალიოთ წყალი. ეს თქვენს ორგანიზმს საგრძნობლად გააგრილებს. ჩააგდეთ წყალში ლიმონის, პიტნის ან კიტრის ნაჭერი და რაც შეიძლება ხშირად მიირთვით.

სხეულის ტემპერატურული სენსორი“კისრის მიდამოებში მდებარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილი გრილად გქონდეთ. თუ გარეთ გადიხართ, კეპი უკუღმა დაიფარეთ, კისერზე სველი ცხვირსახოცი ან ბენდენა მოიხვიეთ. მოძებნეთ თქვენს ტანსაცმელში სახელოებიანი მაისური. სახელოები დაასველეთ და ისე ჩაიცვით.

სხეული გამოყოფს სითბოს ხელებიდან, ფეხებიდან, სახიდან და ყურებიდან, ამიტომ სხეულის ამ ნაწილებიდან ერთ-ერთის გაგრილება მთელი სხეულის გაგრილების იმიტაციას შეგიქმნით.
სახლში, კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს კი შეუძლიათ, ფეხები გრილ წყალში ჩააწყონ.

გარეთ გასვლის დროს შეეცადეთ, ღია ფერისა და ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი ჩაიცვათ. გახსოვდეთ, რომ მუქი ფერები მზის სხივებს შთანთქავს, ღია კი ირეკლავს.
მზე ყველაზე აქტიური დილის 10 საათიდან 3 საათამდეა – მოერიდეთ ამ დროს ქუჩაში გასვლას.

ღამე გააღეთ ფანჯრები, რომ ღამის გრილმა ჰაერმა დღის სიცხე გაანიავოს. კარგი იქნება, თუ ღამით კარადების კარებსაც გაღებულს დატოვებთ, რადგან ისინი მთელი დღის მანძილზე დაგროვილ სიცხეს ინახავენ და ღამით სახლი არასაკმარისად გაგრილდება.

ღამით აუცილებლად გამორთეთ სითბოს გამომყოფი ხელსაწყოები – მათ შორის, ტელევიზორი და კომპიუტერი.

გაითვალისწინეთ, რომ სითბოს გამოყოფს დენის წყაროსთან მიერთებული ადაპტერებიც.

funtime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close