„თეთრ ჯადოქრად“ ცნობილი იური ლონგოს რჩევები ქალებს
თანამედროვე ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს ზედმეტი წონის პრობლემა იმდენად აწუხებს, რომ ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს, რა გზას და საშუალებას აღარ მიმართავენ მისგან თავის დასაღწევად. ათასგვარმა დიეტებმა, ვარჯიშებმა თუ მასაჟებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო? იმედს ნუ გადაიწურავთ, მიჰყევით „თეთრ ჯადოქრად“ ცნობილი ილუზიონისტის, ტელეწამყვანის და მწერლის, იური ლონგოს რჩევას და ზუსტად ოცი დღის შემდეგ დატკბით გასაოცარი შედეგით ანუ საკუთარი თავით.
ლონგოს რჩევა კი ასეთია:
აიღეთ ყვითელი ფერის ლითონის ან ვერცხლის ნივთი. უფრო უკეთესია, თუ ეს ნივთი ოქროს ბეჭედი იქნება. დაიჭირეთ წინ გაწვდილ მარჯვენა ხელში და კონცენტრაცია გააკეთეთ მასზე, რომ წონაში დაკლება გინდათ. შემდეგ ნელ-ნელა სამჯერ დაითვალეთ: ერთი, ორი, სამი… ოცამდე. ამ დროს ბეჭედი მთლიანად იმუხტება სასურველი ბიოველით და, რაც მთავარია, გაფუჭებული პროდუქტების უსიამოვნო სუნით.
ყველა ადამიანს თავისი, მისთვის „განკუთვნილი“ უსიამოვნო სუნი ექნება. როდესაც თვლას დაამთავრებთ, ბეჭედი ცხვირთან მიიტანეთ – იგრძენით უსიამოვნო სუნი? – მიზანი მიღწეულია! შემდეგ ბეჭედი ერთი ღამით მაცივარში პროდუქტების გვერდით შეინახეთ. ლონგო ამტკიცებს, რომ მეორე დღიდან, ზუსტად ოცი დღის განმავლობაში, მადას დაკარგავთ. ნუ შეგეშინდებათ, ოჯახის წევრები მაცივარში ვერანაირ უსიამოვნო სუნს ვერ იგრძნობენ. ამ სუნს მხოლოდ და მხოლოდ თქვენ შეიგრძნობთ. საღამოობით ერთგვარ შიმშილს იგრძნობთ. ამ დროს შესაძლებელია ხილის წვენის, რძის, ბოსტნეულის და ცოცხალი ხილის მიღება, მაგრამ თუ იგრძენით, რომ თავს ვერ იკავებთ, საღამოს და განსაკუთრებით ღამით, მსუყე საჭმელებისკნ გაგირბით თვალი, აიღეთ დამუხტული ბეჭედი და ამ საჭმელებს შეახეთ. ეს საკმარისი იქნება, რომ უსიამოვნო სუნმა კვლავ დაგიოკოთ შიმშილის გრძნობა. ეს, როგორც ვამბობდი, ოცი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თუ საჭიროდ ჩათვლით, შესვენების შემდეგ (ძალების აღდგენა აუცლებელია) შეგიძლიათ თავს მეორე კურსიც გამოუწეროთ… თუმცა, ალბათ, არ დაგჭირდებათ…“
***
ამ რჩევას კი ლონგო ქალებს იმ შემთხვევისთვის აძლევს, როდესაც ოჯახური უსიამოვნებები გრძელდება და ახალ–ახალ „შტრიხებს“ იძენს; როდესაც საჭიროა ბოლო მოეღოს უაზრო კინკლაობებს და „პრინციპულობის“ ზედმეტ გამოვლინებას.
„…ამ მეთოდს „ფსიქიკური ფოტოგრაფირება“ ეწოდება. გამონახეთ თავისუფალი დრო. განმარტოვდით, მოხერხებულად მოეწყვეთ სავარძელში და ათი წუთის განმავლობაში შინაგანი წონასწორობა აღიდგინეთ. შემდეგ მიუახლოვდით მაგიდას, რომელზედაც წინასწარ მომზადებული ფურცელი და კალამი იქნება მოთავსებული და დაწერეთ ყველაფერი, რისგანაც გსურთ გათავისუფლება. მაგალითად: „აღარ მინდა ოჯახური უსიამოვნებები, რომლებიც ამის და ამის გამო წარმოიშვა…“ – და ასე შემდეგ, ჩამოწერეთ ყველაფერი, რასთანაც ეს უსიამოვნებებია დაკავშირებული. შემდეგ დაუბრუნდით სავარძელს და მაგიდაზე დატოვებულ ქაღალდს უცქირეთ. ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ და კონცენტრაცია მთლიანად ამ ქაღალდზე გააკეთოთ. ამ დროს თანაბრად ისუნთქეთ, იმდაგვარად, რომ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ერთნაირი ხანგრძლივობის იყოს. ამ დროს ფურცელი თქვენი ენერგიით იმუხტება, ტექსტი ძალას, ენერგიას იღებს და მისი ვიბრაციები დიდად უწყობს ხელს თქვენი სურვილის ასრულებას. ამ დროს, ყველაფერთან ერთად, დიდ როლს თამაშობს მეუღლეებს შორის არსებული განსაკუთრებული ენერგეტიკული ურთიერთდამოკიდებულება“.
როგორც ხედავთ, არც ისე რთულად შესასრულებელი რჩევებია და თუ ენერგეტიკული ზემოქმედებების გჯერათ, ალბათ ღირს, რომ სცადოთ.
თამთა გურული
კომენტარები