ვიდეოnewsსაბერძნეთი

ძრწოლის მომგვრელი მოვლენა საბერძნეთში: უცნაურმა ღრუბლებმა ლარისის ცა დაფარა (ვიდეო)

შთამბეჭდავმა ღრუბლებმა, მისტიკური სახელწოდებით „მამატუს“ (Mammatus), დღეს ნაშუადღევს საბერძნეთის ქალაქ ლარისის და თესალიის სხვა რაიონების თავზე ცა დაფარა და ერთდროულად მოსახლეობის აღფრთოვანება და ძრწოლა გამოიწვია.

უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა, როგორც წესი, ქარიშხლის წინამორბედია ხოლმე ან მისი გადავლის შემდეგ აღინიშნება. უცნაური ღრუბლები ყინულისაგან შედგება და მრავალ კილომეტრზე განეფინება ყველა მიმართულებით. მზის სხივებში გახვეული Mammatus-ი განსაკუთრებით თვალწარმტაცი სანახავია.

ამ ღრუბლების სახელწოდება ლათინურიდან მოდის: «mamma» ლათინურად „ძუძუს“ („სარძევე ჯირკვალს“) ნიშნავს. ღრუბლებმაც ეს სახელი  სხეულის ამ ნაწილთან მსგავსების გამო მიიღო.

თესალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მამატუსი დამახასიათებელია ამერიკისთვის, საბერძნეთში კი ძალიან იშვიათად ჩნდება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close