fbpx
მსოფლიოnews

ევროპას ყავისა და შოკოლადის დეფიციტი ემუქრება – ახალი კვლევა

მალე ევროპაში შესაძლოა შოკოლადისა და ყავის დეფიციტი გაჩნდეს მწარმოებელ ქვეყნებში გვალვის გამო, იუწყება გაზეთი The Guardian-ი ნიდერლანდელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.

„უახლოეს მომავალში ევროკავშირში გარკვეული პროდუქციის მიწოდებები შესაძლოა შემცირდეს მსოფლიოს სხვა ნაწილებში გაძლიერებული გვალვების გამო. ყავა, კაკაო, ლერწმის შაქარი, პალმის ზეთი და სოია კლიმატური ცვლილებებისადმი ყველაზე მგრძნობიარე პროდუქტებია“, — აცხადებენ მკვლევარები.

როგორც ჯგუფ R2Water Research and Consultancy-ს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ევროპა მსოფლიოში წარმოებული ყავის 30%-ს მოიხმარს. ამ ყავის ნახევარი ბრაზილიასა და ვიეტნამში იწარმოება, რომლებსაც გვალვა ემუქრება.

ევროპა 100%-ით არის დამოკიდებული კაკაოს იმპორტზე ინდონეზიიდან, კოტ დ’ივუარიდან და განიდან, სადაც გვალვა ყოველწლიურ მოვლენად იქცა.

მანამდე იუნესკომ გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება, რომლის თანახმად, მსოფლიო 2030 წლისთვის წყლის გლობალურ, 40%-იან დეფიციტს შეეჯახება.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close