სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ-მდე წონითი კატეგორია) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ  29 წლის ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, რომელსაც კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს ოლიმპიური თამაშების (ლონდონი, 2012; -66 კგ), მსოფლიო ჩემპიონატის (ბუდაპეშტი, 2021; – 73 კგ) და ევროპის ჩემპიონატის (ბუდაპეშტი, 2013 წ. – 66 კგ) ოქროს მედლები.

ბუდაპეშტი ლაშას კარგად აქვს დაცდილი – იგი ევროპის ჩემპიონიც ბუდაპეშტში გახდა 2013 წელს.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი ქართველი იცავდა ჩვენი ნაკრების ღირსებას – ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), თუმცა ისინი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ შეჯიბრს. ხვალ ძიუდოისტები – ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ლუკა მაისურაძე (81კგ) დაიცავენ საქართველოს ნაკრების ღირსებას.

ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში სტარტი 6 ივნისს აიღო და 13 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close