fbpx
იტალიასაზოგადოება

სარდინიის სანაპიროდან ქვიშისა და ნიჟარების მოპარვის გამო 40-ზე მეტ ადამიანს დაჯარიმება ემუქრება

იტალიის კუნძულ სარდინიის სანაპიროზე ქვიშისა და ნიჟარების მოპარვის გამო 41 ადამიანს €3000-მდე ჯარიმის დაკისრება ემუქრება, – ამის შესახებ BBC წერს.

იტალიური მედიის ცნობით, საუბარია 100 კილოგრამამდე ქვიშასა და ნიჟარებზე.

თეთრი ქვიშა, რომლითაც კუნძულია განთქმული, ამ სანაპიროების საგანძურად მიიჩნევა. 2017 წლის შემდეგ სანაპიროების ქვიშით, კენჭებითა და ნიჟარებით ვაჭრობა აკრძალულია.

არაერთი ევროპელი ტურისტი სარდინიის პლაჟების ქვიშას სუვენირად ინახავს ან ონლაინ აუქციონზეც კი ჰყიდის.

იტალიის პოლიციის ცნობით, სწორედ ინტერნეტსივრცეში განთავსებული განცხადებებით მიაგნეს კანონდამრღვევებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში სარდინიის სანაპიროდან ქვიშის, კენჭებისა და ნიჟარების მოპარვისთვის, ჯამურად, €13 000-ის ღირებულების ჯარიმებია გამოწერილი.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close