fbpx
საზოგადოება

„საავადმყოფოში დაბრუნებას და იმ გზის თავიდან გავლას სიკვდილი მირჩევნია“ – თინა ხიდაშელის ცხოვრება კორონას შემდეგ (ვიდეო)

თინა ხიდაშელი… – ვისაც ის მხოლოდ პოლიტიკოსის ამპლუაში, ეკრანზე გინახავთ, ალბათ მას ძლიერ, მებრძოლ ქალად დაახასიათებთ; ასეც არის… მაგრამ ცოტა ხნის წინ მისი გამძლეობა ძალიან დიდი და მოულოდნელი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა – კოვიდი!

ავადმყოფობა თითქოს მსუბუქად, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ დაიწყო – თინა ხიდაშელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ ვირუსის მატარებელი იყო, როდესაც მისი ოჯახის ყველა წევრი დაავადდა. აღმოჩნდა, რომ კორონა სახლში მან თვითონ მიიტანა.

ერთ დღესაც მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა, უკვე კლინიკაში იწვა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე არ დასრულებულა…

თინა ხიდაშელი თავად ჰყვება თავისი ავადმყოფობის უმძიმეს ისტორიას – იმდენად მძიმეს, რომ ამბობ, საავადმყოფოში დაბრუნებას და იმ გზის თავიდან გავლას სიკვდილი მირჩევნიაო. ექიმების თქმით, უამრავმა გართულებამ, რომელიც ათეულობით სხვადასხვა პაციენტში ცალ-ცალკე უნახავთ, თინა ხიდაშელის შემთხვევაში ერთ ადამიანში მოიყარა თავი.

მას ხელახლა მოუხდა წესიერად მეტყველების სწავლა; ხელახლა სწავლობს სიარულს. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის კვალი მას ვიზუალურადაც ეტყობა სახეზე, რომელიც შეშუპებული აქვს. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ამბავი – თინა ამბობს, რომ მას თმა აღარ ეზრდება… კი არ სცვივა, უბრალოდ, კვირების განმავლობაში აღარ ეზრდება.

ეს საყურადღებოა, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელო გვერდითი ეფექტია იმ სიძნელეებთან შედარებით, რომლებიც მან ოჯახის წევრების და, განსაკუთრებით, მეუღლის დახმარებით გადალახა.

თეა ადეიშვილმა, რომელმაც მასთან ინტერვიუ ჩაწერა, თქვა, რომ ყველაზე ემოციურად და ყველაზე ბევრი თინამ სწორედ დათო უსუფაშვილზე ილაპარაკა, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს უთქვამს: „საკმარისად ვერ ვთქვი დათოზე, რისი მოყოლაც მინდოდა“. როგორც ჩანს, მადლიერების გრძნობა მეუღლის მიმართ იმდენად დიდი აქვს, რომ არ ყოფნის ამ გრძნობის გამოხატვა.

დათო – რომელსაც ზუსტად ამ ურთულეს პერიოდში, მთელი ოჯახის ავადმყოფობის დროს მამა გარდაეცვალა –  მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა ძლიერი ქალისთვის, რომელმაც მისი დახმარებით აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ შეიძლება სუსტიც იყო და ეს ადამიანებს არ დაუმალო. სისუსტის ჩვენება არ ნიშნავს უძლურებას. პირიქით, საკუთარ თავში უღონობის აღიარებას და სხვებისთვის გაზიარებას დიდი ძალა სჭირდება.

თინა ხიდაშელმა ეს შეძლო.

კო­ვი­დის­გან და­ტო­ვე­ბულ ურ­თუ­ლეს გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ხი­და­შელ­მა „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა „პოსტ ფაქ­ტუმ­ში“ ისა­უბ­რა:

„ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო არ ვიცი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლე­ვის შე­დე­გად გვი­თხრეს, რომ მე ვარ პირ­ვე­ლი წყა­რო ამ ოჯახ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ­გან ვირუ­სი, რო­გორც ჩანს, სიყ­ვა­რუ­ლით წა­ვი­და და მათ­თან (ოჯა­ხის წევ­რებ­თან) მი­მარ­თე­ბა­ში ისე­თი ძლი­ე­რი არ აღ­მოჩ­ნდა და ყვე­ლა­ნი მარ­ტი­ვად გა­მო­ვიდ­ნენ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე­ო­თხე დი­ლას უკვე ად­გო­მაც კი გა­მი­ჭირ­და. ჩემ­მა უფ­როს­მა შვილ­მა და და­თომ ხელი მომ­კი­დეს და ძა­ლით წამიყვანეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და დამ­სვეს სკამ­ზე. ამის მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი.

აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი ამ მა­ღა­ლი სი­ცხის­გან. რა თქმა უნდა, ფილ­ტვე­ბი იყო მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ი­წყო სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ჩათ­რე­ვაც, რა­მაც და­ამ­ძი­მა შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო გახ­და ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. მა­გა­ლი­თად, ღვიძლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო, თირკმე­ლი ამ წუ­თას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას მიქ­მნის, ეს რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა სა­ხე­ზე და აი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს ახლა სახე, გა­სი­ე­ბუ­ლი კატასტროფულად. ერ­თია სა­ხის გა­სი­ე­ბა, კარ­გი, არა­ უ­შავს, ჩა­ცხრე­ბა, მაგ­რამ დე­ფორ­მა­ცია გა­მო­იწ­ვია ასე­ვე სა­ხის და არ ვიცი, რო­დე­საც ეს ჩა­ცხრე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

თმა არ ამომ­დის ოთხი თვეა, ეს ვიცი იმი­ტომ, რომ ოთხი თვის წინ შე­ვი­ღე­ბე თმა და არ მაქვს არც ერთი სან­ტი­მეტ­რი და მი­ლი­მეტ­რი თეთ­რი თმა.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, სახ­სრე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოთხი თვე ცხოვ­რობთ კან­კა­ლით, სულ გა­კან­კა­ლებთ, ში­ნა­გა­ნი კან­კა­ლით და ასე­ვე ფი­ზი­კუ­რა­დაც. ჩე­მით ვერ დავ­დი­ვარ, იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი მჭირდებოდა, რომ გა­მევ­ლო, ახლა სი­ა­რულს ვა­ხერ­ხებ, ოღონდ სი­ა­რუ­ლამ­დე უნდა მი­ვი­დე, ანუ ვერ ვდგე­ბი ჩე­მით, მერე ვერ ვჯდე­ბი”, – ამ­ბობს თინა ხი­და­შე­ლი.

არ იფიქროთ, რომ რამე დაგიცავთ, რომ მაქსიმალურად გაფრთხილდებით და კორონავირუსი არ შეგხვდებათ. გამორიცხულია, ეს ვერ გიშველით, მხოლოდ აცრა დაგიცავთ, – აფრთხილებს თანამოქალაქეებს თინა ხიდაშელი სიუჟეტის ბოლოს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close