პოლიტიკასაქართველო

ივანიშვილი გახარიას გადადგომაზე: „ზოგი ჭირი მარგებელია“

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომაზე საყვარელ გამონათქვამს იხსენებს და ამბობს, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“. მან გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით და მისი ახალი პოლიტიკური პარტიის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – „ზოგი ჭირი მარგებელია“. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი, თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას“, – აცხადებს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ღალატის გარდა ყველაზე მძიმე პოლიტიკურ დანაშაულსაც უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის მიზანი მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევაა.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვები აქვთ, რომ გახარიამ „მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა“.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close