fbpx
საზოგადოებაnews

გარდაიცვალა ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე

თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. იგი 29 ივნისს 85 წლის გახდებოდა.

რეზო გაბრიაძე 1936 წელს დაიბადა ქუთაისში.

იგი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ. მისი სცენარის მიხედვით გადაღებული არაერთი ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

რეზო გაბრიაძის შემოქმედებით ბიოგრაფიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს მარიონეტების თეატრს, რომელიც მან 1981 წელს დააარსა თბილისში.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.

„რეზო გაბრიაძის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული კულტურისათვის“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close