მსოფლიოnewsსაზოგადოება

პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ

პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი – გოგონა შეეძინათ. ამის შესახებ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას განცხადებაშია ნათქვამი.

გოგონას ლილიბეთ „ლილი“ დაიანა მაუნთბათენ-უინძორი დაარქვეს. ბავშვი ხუთშაბათს, 4 ივნისს დაიბადა 11:40 სთ-ზე სანტა-ბარბარაში, კალიფორნიის შტატში. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ, ისინი უკვე სახლში არიან.

წყვილის ინფორმაციით, ლილი დაბადებისას 7 ფუნტსა და 11 უნციას (დაახლ 3,49 კგ) იწონიდა.

ჰარისა და მაგანისთვის ლილიბეთი მეორე შვილია. მათ 2 წლის წინათ, 2019 წლის 6 მაისს ვაჟიშვილი – არჩი ჰარისონ მაუნთბათენ-უინძორი შეეძინთ.

ახალშობილ გოგონას ლილიბეთი დიდი ბებიის, დედოფალ ელიზაბეთ მეორის პატივსაცემად დაარქვეს, რომლის „შინაური“ სახელი სწორედ ლილიბეთია. მეორე სახელი – დაიანა კი გარდაცვლილი ბებიის, უელსის პრინცესა დაიანას საპატივცემულოდ შეურჩიეს.

ლილი დედოფალ ელიზაბეთის მე-11 შვილთაშვილია და მერვეა ტახტის მემკვიდრეთა რიგში. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სასექსის ჰერცოგს და ჰერცოგინიას ქალიშვილის შეძენა ტვიტერით მიულოცა.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. საქორწილო ცერემონია უინძორის სასახლეში ჩატარდა.

გასული წლის აპრილიდან ჰარიმ და მისმა მეუღლემ ოფიციალურად შეწყვიტეს სამეფო მოვალეობების შესრულება.

წყვილს  აღარ შეუძლია ისარგებლოს სამეფო ტიტულებით, მათ აღარ უნდა მიმართონ  ასე: „თქვენო სამეფო უდიდებულესობავ“.

ამასთან, ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩნენ, ჰარიმ კი პრინცის ტიტული შეინარჩუნა, რომელიც მას დაბადებით ერგო.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close