fbpx
საზოგადოებასაქართველო

წლის ბოლოს პანდემია აღარ იქნება, მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება – თენგიზ ცერცვაძე

წლის ბოლოს პანდემია, პრაქტიკულად, აღარ იქნება და საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, – ასეთი ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა დღეს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

„იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ – თებერვალ-მარტში. გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100-პროცენტიანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად კარგად გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44-პროცენტიანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close